_კარგი...
Flashback:
7 წლის წინ :
Author pov:
ბიჭუნა სახლში გახარებული შერბის. მანამდე კი არ ავიწყდება უფროსებისთვის მისალმება.
_გამარჯობა!(ჯიმინი)
_გამარჯობა ჯიმინა! აბა დღეს სკოლაში რა ქენი? გაახარებ დედაშენს?_ეს მათი დაცვის უფროსი, ბატონი ჯეიმსი იყო.
_დიახ! დღეს მათემატიკამ და კორეულმა, ათიანები დამიწერეს! დროებით... დედასთან უნდა მივიდე!_ყვირის ბიჭუნა და თან, ბატონ ჯეიმსს ხელს უქნევს. ჯერ დედამისს პირველ სართულზე ეძებს. შემდეგ მეორეზე, მაგრამ არც იქ არაა. საბოლოოდ მესამე სართულზე, სხვენში ადის და ნეტავი არ ასულიყო. რაც იქ დაინახა ეს... ეს უბრალოდ ბავშვისთვის დამანგრეველი აღმოჩნდა. ის, უყურებდა დედის სისხლისგან დაცლილ სხეულს... და ჯერ კიდევ ვერ აცნობიერებდა, თუ რა ხდებოდა მის თავს. ჯიმინი გაშეშებული, ტანჯული და შეშინებული იდგა... საკუთარი დედის წინ. უეცრად მუხლებზე დაემხო და ტირილი დაიწყო_დ..დედაააა გაიღვიძე რა. არ დამტოვო... ხომ დამპირდი მამაშენისგან დაგიცავ არ ინერვიულოო. რატომ გააკეთე ეს? რატომ მატკინე? რატომ დე? რატომ დედიკოოო? ადეგი! იქნებ რა მოხდა სკოლაში! არ გაინტერესებს შენი შვილი რას აკეთებს სკოლაში? როგორ იქცევა? ან საერთოდ იქნებ ცუდად ექცევიან და ტანჯავენ? დედაა_მუხლებზე დამხობილი ჯიმინი. ბოლო ხმაზე ყვირის. ეშინია, ტკივა, ენატრება... მაგრამ აღარაფრს აღარ ეშველება. დედამისი მისი მუდამ: თბილი, საყვარელი, მომღიმარი და ულამაზესი დედიკო. ახლა: გაყინულ, ცივ, გალურჯებულ, დასისხნიალებულ საგნად ქცეულიყო. თვალები დაეხუჭა და სამუდამოდ წასულიყო ამ სასტიკი, ქვეყნიერებიდან..._დედიკოოო! ადექი დე რა! ჩემთვის... შენი ჯიმინასთვის, ადექი გთხოვ! გევედრები! ვერ გიტან! როგორ დამტოვე? ასე როგორ დამტოვე? ასე გულგატეხილი? მარტო ამ სასტიკ სამყაროში? დედა მამაჩემმა რომ წამიყვანოს? მერე... მერე რა იქნება? რომ მაწამოს, მომკლას, ან გამყიდოს? დედაააა_ჯეიმსმა ყვირილი გაიგონა თუ არა, მაშინვე ჯიმინისკენ და უკვე მკვდარი სიყვარულისაკენ გაემართა. დანახულმა გააქვავა, გაყინა და დაამუნჯა. არ იცოდა რა უნდა მოემოქმედებინა. მალევე აზრზე მოვიდა და ჯერ სასწრაფოში, ხოლო შემდეგ პოლიციაში დარეკა. ბრიგადები მალევე მივიდნენ ადგილზე, მაგრამ ჯიმინი, არა და არ შორდებოდა დედის გაყინულ და გალურჯებულ სხეულს.
YOU ARE READING
შეიძლება მიყვარდე?🦋🌹
Romanceგაფრთხილება: 🔴იქნება ინცესტი🔴 🔴სმათები🔴 🔴ცენზურის დარღვევა🔴 🟣რესურსები ჩემი არ არის🟣 🟣ფიკში მომხდარი ამბავი არარეალურია🟣 ❗თუ არ მოგწონთ წაკითხვას არც არავინ გაძალეებთ❗ დავიწყოთ😉🔮