დავიწყებული ღამეები

241 12 0
                                    

-უნდა წავიყვანოთ._ცრემლიანი თვალებით მიაჩერდა ქალი საწოლის თავთან მდგარ მამაკაცს.

-რას ნიშნავს უნდა წაიყვანოთ?_სიმწრის სიცილით გადახედა ქალს და მერე ისევ საწოლზე უგონო მდგომარეობაში მწოლიარე ახალგაზრდა ქალს.

-ასე არაფერი გამოვა, ბაჩო. ხომ იცი, რომ ახლა მისთვის მთავარია მშვიდ გარემოში იყოს. ხომ გაიგონე ექიმმა რა თქვა, ძალდატანებით ვერაფერს ვერ გახდებითო. _მშვიდად ცდილობდა უკვე მეასედ აეხსნა მამაკაცისთვის ის რაც მათ თავს ხდებოდა.

-თქვენი აზრით ამ სახლიდან წასვლა გამოსავალია?!_გაღიზიანებული მიტრიალდა მისკენ. _თქვენი აზრით, საკუთარი სახლიდან წასვლა გამოსავალია?_ოდნავ აუწია ტონს.

გამოსავალი? გამოსავალი ალბათ ყველაფრის თავიდან დაწყებაა, მაგრამ ამასაც ძალიან დიდი გამბედაობა სჭირდება. ყველაფერთან ერთად იმედი, რომ მომავალი ისევ იარსებებს და ერთი ადგილის ტკეპნა არ მოგიწევს მთელი ცხვორება. იმის გააზრება რომ შენს საყვარელ ქალს არ ახსოვხარ წარმოუდგენლად ძნელი და გაუაზრებელია. როცა ხვდები რომ სახლში მისულს, თბილი ღიმილით, კოცნით და უგემრიელესი ვახშმით არავინ არ დაგხვდება. პირიქით ცივი გამომეტყველებით მჯდომი ქალი, რომელმაც გადმოცემით იცის რომ მისი ქმარი ხარ და რეალურად დაჯერებაც კი უჭირს. ეს ყველაფერი ერთ დიდი უაზრო რუტინას გავს, რომელიც გამუდმებით ერთ ადგილას ტრიალებს და სურვილი არ აქვს სადმე სხვაგან, უფრო საინტერესო ადგილას გადაინაცვლოს.
შეიძლება ზედმეტად ძნელად აღიქვამს ვითარებას... ან როგორ შეიძლება, ის რაც მის თავს ხდება ადვილად აღიქვას და გაიაზროს. დაუჯერებელი რამ მოხდა, ქორწილიდან ერთი თვის გასვლა უნდა აღენიშნათ ბაჩოს შერჩეულ რესტორანში, მაგრამ სამსახურის გამო ერთად მისვლას ვერცერთი ვერ ახერხებდა. პირველი ბაჩო მივიდა და ზუსტად ერთი საათი ელოდებოდა ცოლს, მაგრამ არ გამოჩნდა. ამ დროის განმავობაში უამრავჯერ სცადა მის ნომერზე დარეკვა, თუმცა არავინ არ პასუხობდა. მსგავსი რამ არასდროს არ მომხდარა, ქეთი ყოველთვის ძალიან დიდი ყურადღებას აქცევდა ტელეფონს.
ათი წუთის მერე კი ურეკავენ და ეუბნებიან, რომ მისი ცოლი ავარიაში მოყვა და სასწრაფოდ საავადმყოფშია გადაყვანილი. წარმოდიგინეთ რა დაემართებოდა, ლამაზად გაფორმებული მაგიდა, სანთლის შუქი და რესტორანი სადაც მხოლოდ ერთი მაგიდა ანათებდა. დაფეთებული წამოხტა ფეხზე და ჩქარი ნაბიჯებით დატოვა იაქურობა.
საავადმყოფოში მისული ზუსტად სამი საათი ელოდებოდა ექიმის პასუხს. ანერვიუელბულმა ვერავსითან დარეკვა ვერ მოახერხა, თან იმედს ებღაუჭებოდა, რომ ყველაფერი კარგად იყო და საშიშიც არაფერიაო.
სამი საათის შემდეგ კი ყველაფერი ძალიან ცუდად იყო.!
დერეფანში გათიშული იჯდა და ექიმის სიტყვებს იაზრებდა, თან ხმამაღალი სიცილის სურვილი ბოჭავდა... მაგრამ მონასმენისგან იმდენად შოკირებული იყო სიცილისთვის ბგერებსაც ვერ უყრიდა თავს. ერთ წერტილს მისჩერებოდა იატაკზე უაზროდ და ფიქრობდა რა იქნებოდა მომავალში, ან როგორ უნდა გაეგრძელებინა ცხოვრება.
მესამე დღეს გადაიყვანეს ქეთი პალატაში, ხოლო შესვლის უფლება მეოთხე დღეს მისცეს, ისიც სულ ხუთი წუთით. ოღონდ მისი სახე ენახა და ყველაფერი თანახმა იყო. უძილობისგან დასიებული თვალები შეავლო დერეფანში მსხდომ ახლობლებს და პალატის კარები შეაღო.
ცოლის იმ მდგომარეობაში დანახვამ, რამ მდგომარეობაშიც ქეთი იყო კიდევ ერთი დარტყმა მიაყენა ბაჩოს. სახის ულამაზეს ნაკვთებზე სილურჯეები, ნაკაწრები და სისხლჩაქცევები... რომელბიც მაინც ვერას აკლებდნენ ქეთის მომხიბვლელ ნაკვთებს. სიმწრის ღიმილით მიუახლოვდა ცოლის საწოლს და აპარატზე შეერთებულ თითებზე მოეფერა.

You've reached the end of published parts.

⏰ Last updated: Feb 12, 2022 ⏰

Add this story to your Library to get notified about new parts!

4love.geWhere stories live. Discover now