ზაფხულის საშინელი სიცხე იდგა თბილისში...ყველაფერს ბუღი ასდიოდა.უნივერსიტეტში ბოლო გამოცდების ციებ-ცხელება ემატებოდა,სტუდენტები დაზაფრულები ელოდებოდნენ ტანჯვის დასრულებას.
ნუცა ავალიშვილიც მათ შორის იყო.მიუხედავად იმისა,რომ ყოველთვის მაღალ ქულებს იღებდა და არასოდეს შეურცხვენია თავი,მაინც შეშინებულს ჩაებღუჯა კონსპექტები და გულში შელოცვასავით ბუტბუტებდა ინგლისური ენის ისტორიის მასალებს.
ყველას გული მისდიოდა ამირან თოიძის ხსენებაზე.სულ რომ გადაბულბულებული გქონოდა მასალა,მაინც ძნელი იყო თოიძის წინაშე პასუხების გაცემა,მთელს უნივერსიტეტს აზანზარებდა მისი ხმა და ავტორიტეტი.
10 სტუდენტი გამოიძახეს სიის მიხედვით,ნუცაც მათ შორის.
-დაბრძანდით!-თოიძემ ისე შეჰკივლა,რომ რამის გულწასულები დაეცნენ ბავშვები.
-ღმერთო როდის უნდა შევწყვიტო ეს უაზრო ნერვიულობა,ხომ ყველაფერი ვისწავლე“-ბუტბუტებდა თავისთვის.საგამოცდო საკითხები აიღეს,ნუცას თვალები გაუნათდა,რათქმა უნდა ყველაფერი იცოდა.მაგრამ მაინც დაჯდა და თვალების ცეცება დაიწყო.თიკო ორჯონიკიძე გამოიძახა თოიძემ,ფუმფულა იყო ორჯონიკიძე,საყვარელი პუტკუნა ლოყებით.
იმდენი შეკითხვა დაუსვა საწყალ გოგოს რაც იცოდა ისიც დაავიწყდა.
„ორჯონიკიძე ! ამდენ ჭამას გერჩივნა გემეცადინა „ისეთი უკივლა თოიძემ,მუჭისხელა ცრემლები გადმოსცვივდა თიკოს.
„მიბრძანდი და სექტებმერში მოდი, ნასწავლი და წონაში დაკლებული ქალბატონო ორჯონოკიძე!“
ნუცას ძალიან შეეცოდა საწყალი გოგო,მუდამ დიეტაზე რომ იყო და შიმშილი ცხოვრების თანამგზავრად ექცია.
თოიძე აგრძლებდა ღრიალს და უცბად თვითონაც რომ ვერ მიხვდა ნუციკო ისე აღმოხდა საკმაოდ ხმამაღლა
„ღმერთო საიდან ამოსდის ეს ზარნაშოს ხმა ამ კაცს,დამუნჯდებოდეს ნეტა“.
უცბად ყველა მისკენ რომ შებრუნდა,მაშინ მიხვდა რომ საშინელება წამოროშა.თოიძე სათვალის ზემოდან უყურებდა გაგიჯებული მზერით.
„ადექი ქალბატონო ავალიშვილო ! გაბრძანდი გარეთ! როცა მოგენატრება ჩემი ხმა გამომიარე!
გაოგნებული ადგა ნუციკო.თვითონაც ვერ მიხვდა რა ხდებოდა.თავისი დიდრონი მწვანე თვალები გაუფარდოვდა,ხმა ვერ ამოიღო.მთლად ლურჯი იყო გარეთ რომ გავიდა.დაესივნენ ბავშვები „რა ხდება ნუცა?რა მოგივიდა?““ჩააიჭერი?
„ხოო,გამომაგდო. რაღაც წამოვროშე და......
იქვე კიბეზე ჩამოჯდა და როცა მიხვდა მთელი ზაფხული თოიძის შიშით უნდა ჩაშხამებულიყო,ისეთი ღრიალი მორთო მთელი IV კორპუსი შეძრა.
ფეხზე წამოხტა და გიჟივით გაიქცა.თავქუდმოგლეჯილმა გადაირბინა ჭავჭავაძე და ის იყო სამშვიდობოს გავიდა,რომ საიდანღაც მოტოციკლი გამოვარდა.....
გაიყინა ერთ ადგლიზე,ნაბიჯი ვეღარ გადადგა,წელამდე თმა ფაფარივით უფრიალებდა.თვალებზე ხელი აიფარა საშინელების მოლოდინში.....
„გოგო შენ ხომ არ აფრენ?“
„თავს იკლავ?“---ხმა ჩაესმა.
ცრემლით სავსე თვალები ააფახულა. კუშტად მომზირალი ლურჯი თვალები დაინახა ჩაფხუტიდან რომ იბღვირებოდნენ.
„მაპატიეთ,ესე გამოვიდა“-ამოიკნავლა და გაიქცა.
იჯდა ბიჭი და უყურებდა ,როგორ გაექცა ეს სილამაზე,ცხოვრებაში პირველად მოუნდა გოგოს გაკიდებოდა,მაგრამ ისე უცბად გაქრა ნუცა თვალსა და ხელს შუა, რომ ვერც კი გაინძრა.
„ფუ,ჩემი რა ს***ი ვარ ,გული გავუხეთქე.“კი გაიფიქრა და მოტოციკლი გიჟივით გააქროლა.
ნუცა გულგახეთქილი მივარდა ლიკოსთან.ვისთვის უნდა გაეზიარებინა თავისი დარდი,თუარა ლიკოსთვის,მისი ბავშვობის მეგობართან.ორივე კახეთიდან იყვნენ.ლიკო თავის ძმასთან ერთად ცხოვრობდა და მაღლივში სწავლობდნენ ბოლო კურსსზე.
„რამ გაგაგიჟა და რას ბოდავდი.ეხლა ხომ მორჩენილი იქნებოდი გამოცდებს.ბოდვები დაგეწყო ხო..“
„არ ვიცი გოგო,ისე ყვიროდა და ამცირებდა ბავშვებს,რამის თავი გავუჩეჩქვე“.
„ყველაფერთან ერთად მოტოციკლმა რამის გამიტანა უნივერსიტეტიდან რომ გამოვრბოდი..“
„რაა? რას ამბობ ნუცა?“
„ხო ლიიკ,ტიპმა კინაღამ მცემა ისეთი მიყურებდა გამწარებული.“
„გიჯუა ხარ რა“.
**************
„რა იყო ბიჭო?რა გიჟის სიფათი გაქვს თოკო?რამე მოხდა კიდე ?“
„არა,გადავრჩი.მარა კინაღამ გოგო გავიტანე ჭავჭავაძეზე.ჩემი ბრალი არ იყო .წინ გადმომიხტა,მოვასწარი დატორმუზება.ტიროდა მაგრად,რავიცი რა ჭირდა.ისეთი ლამაზი იყო რამის გავეკიდე.ულამაზესიიი,გამომაშტერა.“
„გაკიდებოდი მერე,გამიკვირდებოდა რა....“
„უნდა გავყოლოდი,გამო******დი რა“
რა უნდა ექნა ნუცას,მთელი თავისი კონსპექტებიან-წიგნებიანად გაიქცა სიფელში.ენატრებოდა თავისი და-ძმა,მშობლები.წესიერად მაინს შეჭამდა დედის გაკეთებულ გემრიელობებს და ჰაერზე იმეცადინებდა.
ნუცა გარეგნობით დედას გავდა.ნატო ლამაზი ქალი იყო,ნახევრად პოლონელი.ზურა ავალიშვილი ნამდვილი ქართული გარეგნობით და ხასიათით,თბილისში იყო დაბადებულ გაზრდილი.ვერ აიწყო ცხოვრება ბუნებით პატიოსანმა კაცმა ქალაქში,გაუჭირდა სამი შვილის გაზრდა.ადგა და გადაბარგდა მშობლიურ კახეთში,ისტორიის მასწავლებლად დაიწყო მუშაობა,თან პატარა ფერმა ქონდა.ცოლი ინგლისურს ასწავლიდა სოფლის სკოლაში.ასე სიყვარულით და პატიოსნად ზრდიდნენ შვილებს.
უფროსი გიგა იყო,ნუცა შუათანა,სოფო კი გვიან შეეძინათ და მათი ნებიერა იყო.
ზურა ავალიშვილის შიშით ნუცას ვერავინ უბედავდა რამეს სოფელში.ერთი ორმა კი გაბედა ხელის სათხოვნელად მმისვლა,მაგრამ ზურამ ისეთი უარი სტკიცა,მერე აღარავის შეუწუხებია.