დაუსრულებლააად... Part III

202 5 0
                                    


სექტემბრის ბოლო იყო,საშინლად წვიმდა თბილისში.
„ნეტა ქოლგის წამოღებას ვისწავლიდე როდისმე"-ამოიკნავლა ნუციკომ გარეთ როცა გავიდა.გოგოებთან ერთად ავტობუსს ელოდებოდა გაჩერებაზე,კარგად დასველებულიყო.უცბად თავისი სახელი მოესმა რამდენჯერმე.გაიხედა საპირისპირო მხარეს და დაინახა თორნიკე ყიფიანი,მანქანა გაეჩერებინა და ნუცას ეძახდა.ავალიშვილს თვალები გაუფართოვდა და კინაღამ იქვე გაიშხლართა თორნიკეს დანახვაზე.
„ნუუც არ წახვიდე,2 წუთში მოვუხვევ და მე წაგიყვაან მანქანით."-დაუძახა ყიფიანმა.ნუცამაც გაუაზრებლად თავი დაუქნია.
„შენ თორნიკე ყიფიანს საიდან იცნოობ?"-მივარდა მისი კურსელი ნია დგებუაძე.
„ჩემი მეგობარია".
„აუუუ,წლებია ვგიჟდები მაგ ბიჭზე და გამაცანი რა ნუუც."
ნუცას სახე წაეშალა.არ იცოდა რა ექნა.
„იცი მაგას შეყვარებული ყავს ნატა და მაგრად გაუტყდება ეხლა მე რომ გაგაცნო,თან ძალიან უცნაური ტიპია და რავიცი რააა".
ამ დროს ყიფიანმაც გააჩერა.ნუცა უცბად დაემშვიდობა ბავშვებს და ნახევრად სველი ჩახტა მანქანაში.
„ამ წვიმაში როგორ დამინახე?"-ღიმილით უთხრა ბიჭს.
„შენ ორ კილომეტრშიც გიცნობ ნუციკო.სად მიდიხარ?
„სახლში,სად უნდა მივდიოდე".
„არ გინდა სადმე თბილად დავჯდეთ,ცხელი გლინტვეინი დავლიოთ ან ყავა?"
„არ ვიცი,შენ არ გეჩქარება?"
თორნიკემ ღიმილით გააქნია თავი და მანქანა დაძრა.
************************************
უსაყვარლესი იყო „მწვანე ტერასა",ღია ვერანდებით და შიდა დახურული კაფით.
ნუციკო ისეთი მიუჩვეველი იყო ასეთ ადგლებში სიარულს,რომ ცოტა დაბნეული
ჩანდა.სახლი და უნივერსიტეტის გარდა იშვიათად რომ სადმე წასულიყო,ისიც ლიკა ძალით თუ სადმე წაიყვანდა.
„ცოტა გავშრი,არ მიყვარს წვიმაში რომ ვსველდები".
„ხოდა როცა წვიმა იქნება დამირეკე ხოლმე და მე წაგიყვან სადაც გენდომება.და საერთოდ წვიმის გარეშეც გავაკეთებ მაგას."
როგორც იცოდა თვალების მოჭუტვა და საოცარი ღიმილით,აი ნუცა რაზეც გიჟდებოდა.ლოყები აუვარდისფრდა ავალიშვილს ამ სიტყვებზე,არ იცოდა რა ეთქვა,აფახულებდა თავის ლამაზ მწვანე თვალებს.
„რას მეტყვი ნუცი?გინდა ხშირად გნახო ხოლმე?"
„არ ვიცი.და შეენ რატო გინდა ჩემი ხშირად ნახვა თორნიკე?მე ნამდვილად ვერ შეგაწუხებ ჩემს წასვლა-წამოსვლაზე,"
„და ვინ გითხრა რომ შევწუხდები?"-სიცილს აგრძელებდა ყიფიანი.
„მგონი ვერ მიხვდი,რომ მომეწონე თავიდანვე.შენ რომც უარი მითხრა მე მაინც ჩემსას გავაკეთებ ნუციკოოო."
ნუცას თვალები შუბლზე აუვარდა.21 წლის იყო და ამდენი ხნის მანძილზე ასე თავხედურად არც ერთ ბიჭს არ უსაუბრია.თაყვანისმცემლების სიმრავლის მიუხედავად, ყოველთვის თავდაჭერილი იყო ბიჭებთან.არც პაემნებზე დადიოდა და არც უნდოდა ვინმე წიგნების და სწავლის გარდა.მაგრამ ეს სხვა შემთხვევა იყო.ძალიან მოსწონდა თორნიკე.ასეთ ბიჭებთან ადრე არ ქონია ურთიერთობა და ძალიანაც დაბნეული იყო.
„იცი რას გეტყვი,მე მარტოც კარგად დავდივარ ყველგან,არავის ძიძობა არ მჭრდება."
ყიფიანი ხარხარებდა ნუცა კი მაგრად გაბრაზდა და წასასვლელად მოემზადა.
„კაი ,კაი ნუუციი,არ გაბრაზდე.შენ როგორც გინდა ისე იქნება ყველაფერი".
მაგრამ აღარ გაჩერდა ავალიშვილი და თორნიკეც გაყვა.ძლივს დაითანხმა მანქანაში დაჯდომაზე.ისეთი გაბუსხული იჯდა,ხმას არ იღებდა.თორნიკეც შეეშვა,აღარ უნდოდა გაებრაზებინა.

4love.geWhere stories live. Discover now