დაუსრულებლააად... Part II

244 7 0
                                    


**************
„გინდა დაგეხმარო შენს ლექტორზე შურის ძიებაში?--ეგრევე აჯახა თორნიკემ მანქანაში ჩაჯდომისთანავე და თან თვალები მოჭუტა პასუხის მოლოდინში.
ნუცამ გაოცებულმა შეხედა და სიხარულით დაეთანხმა.
„როგორ უნდა დამეხმარო?"
„გეგმა შევიმუშაოთ.რასაც გადაწყვეტავ მე დაგეხმარები".
„მართლა? დღესვე მოვიფიქრებ."
„მომეცი შენი ტელეფონი". გამოართვა და თავისი ნომერი ჩაუწერა თორნიკემ.
„როცა გადაწყვეტავ დამირეკე და დავგეგმოთ."
„ვაი,არც კი ვიცი რა გითხრათ,დღეს ალბათ ვერ დავიძინებ.აი მოვედით ამ ეზოსთან გამიჩერეთ,დეიდა უკვე მელოდება ვხედავ.გმადლობთ თორნიკე."
„მადლობა მერე იყოს თოიძეს რომ შევუსრულებთ".
ისეთი იყო ნუცა მიფრინავდა თითქოს.არც კი სჯეროდა ,რომ მართლა შეეძლო თოიძეზე შურისძიება,თან ყიფიანის დახმარებით.
„ვინ იყო ნუცი ის სიმპატიური ბიჭი,რომ მოგიყვანა?
„სანდროს მეგობარია ეკუ",სიმპატიური კი არა აპოლონია ნამდვილი".
მთელი ღამე გაათენა მართლაც ნუცამ.ხან გეგმებს აწყობდა,ხან თორნიკეზე ფიქრობდა.თვალები ეცნობოდა ძალიან,მაგრამ ვერ იხსენებდა საიდან.
მეორე დღესვე უნდოდა მიეწერა,მაგრამ შერცხვა.და შემდეგ დღეს ხელისკანკალით გაუგზავნა მესიჯი:"გამარჯობა თორნიკე,მოვიფიქრე რაღაც და როცა გეცლება შემეხმიანე."
10 წუთიც არ იყო გასული თორნიკემ დაურეკა:"აბა რა მოიფიქრე,ჩამოდი,5 წუთში მანდ ვიქნები და მოვილაპარაკოთ."
გაკნაჭულ ტანზე ჯინსი ამოიცვა და დეიდას გასძახა ქეთისთან ავდივარო.ძალიან კი რცხვენოდა,მაგრამ უკან დახევა აღარ უნდოდა.
„როგორ ხარ?"აბა რა მოიფიქრე?
„იცი მე ვფიქრობ ცოტა გარეგნობას შევიცვლი და ბინასთან დავხვდები თოიძეს,თვალებში წიწაკის სფრეის შევასხავ და წიხლსაც ამოვარტყავ."
ყიფიანი იგუდებოდა ნუცას გეგმებზე.თან სიგარეტს ეწეოდა თვალებმოჭუტული.
„არ გინდა მე იქვე ახლომახლო ვიყო და ბეისბოლის ბიტით დავანგრიო"?
„იცი რაიმე სერიოზული არ მინდა დავუშავოთ,უბრალოდ შევაშინოთ,მაგრამ ბინის მისამართი არ ვიცი."
„რა პრობლემაა,მაგას დღესვე გავიგებ ნუცა".

4love.geWhere stories live. Discover now