არსენ ლუპენის შთამომავლები (თავი I)

74 9 8
                                    

დღე I

ზაფხული იდგა.
უფრო სწორად კი 1981 წლის 26 ივნისის დილა. სკოლა უკვე დახურული იყო, ყველა ზაფხულის ცხელ დღეებში იხრჩობოდა, ვის ეცალა რაიმე საქმიანობისთვის.

მილი, ქეილები  და მაიკი მისაღებ ოთახში იყვნენ, ვინტილიატორზე მიმსხდრები. უსაქმურობისგან არ იცოდნენ რა გაეკეთებინათ. სამივე ფიქრობდა, რომ ეს ზაფხული მათთვის დაუვიწყარი იქნებოდა, მაგრამ არანაირი გეგმა არ ქონდათ, რომ ზაფხულს დაუვიწყარი დარქმეოდა... სადმე გასასვლელად ისეთი ამინდი იყო, ჭიანჭველასაც კი დაეზარებოდა საკვების მოპოვება.

მილი:- ისე, ამ ბოლო დროს, ძალიან დავინტერესდი შერლოკ ჰოლმსით.

მაიკი:- ვგიჟდები შერკოლზე და მის გახსნილ საქმეებზე.
-მილ შენ ის იცი? მის გამოძიებული საქმეებში ჰოუკინსის ტბაზე მომხდარი გაუჩინარებებიც შედის.

მილი:- ისე რამდენი ადამიანი დაიკარგა... გაუჩინარების საქმე 1890 წელს, ჯერ კიდევ ახალი გამოჩენილი რომ იყო შერლოკი, მაშინ არ გახსნა?

მაიკი:- კი, ყველა გააოგნა. ძალიან საინტერესო თემაა. ისე მაგ ტბასთან ახლოს ვცხოვრობთ, ხომ არ შეგვევლო?

ქეილები:- და რატომ გგონია, რომ ამ სიცხეში მაგ მოგონილი ამბით დავინტერესდები და თითქმის საუკუნის წინანდელი გვამების ძებნას დავიწყებ?

მაიკი:- კარგი რაა.. გავერთობით, თან თუ გინდა სკოლაც გავტეხოთ. სარდაფში შენთვის საინტერესო ნივთები იქნება და წამოვიღოთ.

ქეილები სიხარულისგან წამოხტა და იყვირა:- მოდით საუკუნის წინანდელი ძვლები დავამსხვრიოთ!

მილი:- რახან ყველა საქმეში ვართ და დიდად, არც ბებიას არ აღელვებს ზაფხულში სად წავალთ, მაშინ დააე ეს ზაფხული დაუვიწყარი გავხადოთ.

მაიკი:- დააე, შერლოკის უკვე დახურული საქმე, ახლიდან დავხუროთ!

ქეილები:- მგონი ჯერ სკოლის სარდაფით ვიწყებთ ხომ?

ჰოუკინსის ტბაზე მართლაც, რომ ლეგენდები დადიოდა. ყოველი მეორე, ვინც მისტიკით და პარანორმალური მოვლენებით იყო დაინტერესებული, ზუსტადაც რომ ჰოუკინსზე და მის ტბაზე საუბრობდა, რომელიც უღრანი ტყის შუაგულში იყო მიმალული.

დღე II

არც მილის და არც მაიკს, არ ეთაკილებოდათ სკოლის გატეხვა და მტვრიან სარდაფში ქექიალი, მაგრამ ქეილების დასათანხმებლად, სკოლის სარდაფშიც კი გადაწყვიტეს ქექიალი.

მილი:- აბა ბიჭებო, როგორია ჩვენი სკოლის გატეხვის გეგმა?

ქეილები:- უბრალოდ ვერ ავიტან, რომ ამ გეგმას რაღაც სასწაული სახელი დაარქვათ!

მაიკი:- სახელი შენზე იყოს. ესე იგი... ჩვენ გვაქვს გეგმა ა)  და გეგმა  ბ).
მოდით ჯერ გავერკვიოთ გეგმა ა)-ში და შემდეგ, თუ ჩვენი გეგმა ვერ წავიდა ისე, როგორც საჭიროა, ერთად დავსახოთ გეგმა ბ).

მილი:- და გეგმა ა) რაში მდგომარეობს?

გეგმა ა)

ჩვენთვის ცნობილია, რომ ზაფხულის არდადეგებია და შესაბამისად სკოლაც დახურულია, ახლა არავინაა სკოლაში, შესაბამისად, სკოლის ტერიტორია თავისუფალია.

მაგრამ ერთი ფაქტორი გვიშლის ხელს. სკოლის მეტრანახევრიანი ღობე.

ქეილები:- ისე სასაცილოა, რომ ამხელა ღობე, საშუალო სკოლის მოსწავლე ბავშვებისთვის შექმნეს...

მილი:- ქეილებ, ეგ ღობე ზუსტად შენნაირი ბავშვებისთვის არის შექმნილი.

ქეილები:- და რატომ მაინც და მაინც "ჩემნაირი" ბავშვებისთვის?

მილი:- იმიტ..

მაიკი:- გეგმას განვიხილავთ! ყურადღებით მომისმინეთ.

ქეილები:- ამაზე მერე დაგელაპარაკები, "ჩემგან განსხვავებული" ბავშვო!

მილიმ თვალები გადაატრიალა და გეგმის მოსმენა განაგრძო..

მაიკი:-ვაგრძელებ..

ის ჩვენზე საკმაოდ მაღალია, ამიტომაც თქვენი სარდაფიდან რკინის მაკრატელი დაგვჭირდება. იმედია ბაბუა ჰოპერს აქვს მსგავსი ნივთები..

ქეილები:- ბაბუას სარდაფში მსგავსი ნივთების მეტი რა არის.. ყველა ნაბიჯზე ან ჩაქუჩს წააწყდები ან ცულს.

ესე იგი, გეგმა ასეთია:.....

გარძელებას მალე დავდებ :))

ჰოუკინსის ტბა (დაუსრულებელი)Where stories live. Discover now