ვათერგეითი (chap.1)

16 3 0
                                    

მილი:- კი გვაქვს.

მაიკი:- მაშინ გისმენთ.

მილი:- ვიცი, რომ ეს გეგმა გიჟურად ჟღერს და ისიც ვიცი, რომ თქვენი დარწმუნება დამჭირდება, მაგრამ ამ მომენტისთვის ეს გეგმა ყველაზე მისაღებია ჩემთვის. მოკლედ.. ტბაზე უნდა დავბრუნდეთ.

ბაბუამ ამოიხვნეშა.

ქეილები:- მილ..

მილი:- არდამისრულებია ქეილებ. ვიცოდი ასეთი რეაქცია რომ იქნებოდა მაგრამ, ნუთუ ვერ ხვდებით, რომ ეს თამაში არაა, მაგრამ აქ წაგებული და მოგებული არსებობს, წაგებული ხარ თუ..

მაიკი:- მოკვდი.- თქვა მაიკმა და დეტალებზე დაკვირვება განაგრძო.

მილი:- ზუსტად, და მოგებული ხარ თუ ცოცხლად გადარჩი და "წყევლა" დაასრულე.

ქეილები ჩაფიქრდა და როგორც იქნა თქვა:- იქნებ შერლოკს არც კი გაუხსნია ეს საქმე, რადგან წყევლა ისევ არსებობს და მის შეჩერებას ჩვენ ვცდილობთ.

მაიკი:- ზუსტად, ჩემი აზრით შერლოკს ეს საქმე არ გაუხსნია და რეპუტაციის შენარჩუნების მიზნით, გახსნილად გამოაცხადეს.

ბაბუა ჩაფიქრებული იყო. ცდილობდა ყველაფერი ერთმანეთისთვის დაეკავშირებინა. მაგრამ მას მილის გეგმა ძალიან არ მოსწონდა, რადგან ზუსტად ტბასთან ყოფნის შემდეგ ესტუმრნენ მას აჩრდილები. ბაბუა ცდილობდა სიმშვიდე შეენარჩუნებინა, მაგრამ როდესაც ის ბებია ჯეინზე ფიქრობდა, ბრაზი ახრჩობდა და საკუთარ თავს ადანაშაულებდა იმაში, რომ მისი საყვარელი ადამიანი ვერ დაიცვა. ახლაც ზუსტად იმავე ბრაზმა და შიშმა შეიპყრო და ფიქრობდა, რომ ტბაზე წასვლით მათაც ვერ დაიცავდა და ყველანაირი იმედები გაუქრებოდა. ამიტომ ბაბუამ

თქვა:- ამ სახლიდან ტბისკენ მიმავალი გზა თქვენთვის ჩაკეტილია.

ბავშვებს მისი რეაქცია არ გაკვირვებიათ, მოელოდნენ კიდეც..

ბაბუა ჰოპერი:- ახლა კი ოთახში ადით და დაიძინეთ.

ბავშვები ოთახში ავიდნენ. მილიმ საიდუმლო წიგნის შემოწმება დაიწყო და ამ დროს თქვა:- ასე, შერიფების იმდზე ყოფნით არაფერი გამოვა, უნდა წავიდეთ.

ბიჭები დაეთანხმნენ და გადაწყვიტეს, რომ როდესაც ბაბუას ჩაეძინებოდა მაშინ წავიდოდნენ. მათ ნივთების შეგროვება დაიწყეს. ყუთი და წიგნიც არ დავიწყებიათ.

და აი დადგა მომენტი როდესაც სახლიდან უნდა წასულიყვნენ. ნელი და ჩუმი ნაბიჯებით ჩაიარეს კიბეები. ბაბუა უკვე ღმა ძილს მისცემოდა და ტელევიზორის ფონზე ხვრინავდა. ბავშვებმა ჩუმად ამოაცალეს პერანგის ჯიბიდან კარის გასაღები და გავიდნენ გარეთ. ისინი ფარეხისკენ გაემართნენ, ველოსიპედები გამოიყვანეს და იმ დაწყევლილ გზას დაადგნენ, რომელიც ჰოუკინსის მისტიური ტბისკენ მიდიოდა.

ტბაზე მივიდნენ და ყველაფრის შემოწმება დაიწყეს.. შეამოწმეს წიგნი, შეიცვალა თუ არა რამე, არემარე დაათვალიერეს. ცდილობნენ ეპოვნათ რაიმე მტკიცებულება, რაც დაეხმარებოდათ ბებიისა და მაიკის მშობლების პოვნაში. მაგრამ უშედეგოდ.

და უცებ ესმით ძალიან მისტიური და საშიში ხმა. ბავშვები შიშისგან გაიყინნენ და ცივმა ოფლმა დაასხათ. ხმა შეჩერდა მაგრამ დიდი ხნით არა. და უცებ მათ ისევ ესმით ეს ხმა, მაგრამ ამჯერად მათ უკვე იციან საიდან მოდის.

ხმა ტბიდან მოდის!

უეცრად ტბის შუაგულიდან რაღაც განათებას იწყებს. ძალიან წითელია, სისხლისფერი წითელი. იმდენად დიდი განათებაა, რომ ბავშვებს მისთვის თვალის გასწორება აღარ შეუძლიათ. ხმამაც ისე იმატა, რომ ბავშვებმა ყურები თითებით დაიცეს. ნათება ხმასთან ერთად იზრდება. ატომური ბომბივითაა, რომელიც არა და არ ფეთქდება. და უცებ იქაურობა ისევ უკუნითი სიბნელემ დაიპყრო. აღარც ხმა აღარ ისმის. მხოლოდ ნელი სიო, რომელიც ფოთლებს არხევს და ტბის პატარა ტალღების ნელი შეტაკება ნიადაგთან. ყველაფერი ისე ნორმალურადაა როგორც ამ არაამქვეყნიურ მოვლენამდე იყო. ბავშვები მიუახლოვდნენ ტბას და აკვირდებოდნენ იმ ადგილს საიდანაც ეს მისტიური ხმა და ჯოჯოხეთური ნათება მოდიოდა. ძალიან სწრაფად ზუსტად ტბის შუაგულიდან ამოვარდა შავი აჩრდილი, ჰაერში რამდენჯერმე დაიკლაკნა და ცაში გაუჩინარდა.

WE'RE BACK BICHEES

Next chap. TOMORROW ❗

ჰოუკინსის ტბა (დაუსრულებელი)Where stories live. Discover now