არსენ ლუპენის შთამომავლები (თავი IV)

19 4 0
                                    

მილი გამოვიდა სამალავიდან და ნელი ნაბიჯებით უახლოვდებოდა, სკოლის კარებსა და დეიდა ლუსის.

მილი:- გამარჯობა, დედა ლუს.

ლუდი:- ოიჰ.. ცოტა არ იყოს შემაშინე, პატარა ონავარო... აბა რამ მოგიყვანა სკოლაში ამ სიცხეში, თან შუადღისას?

მილი:- სახლში მოვიწყინე, თითქმის ყველა წიგნი წავიკითხე და ახალი წიგნი მჭირდება.

ლუსი:- კარგი, მოდი აბა ვნახოთ რისი შემოთავაზება შემიძლია..

მილი და დეიდა ლუსი სკოლაში შევიდნენ და ბიბლიოთეკის კარებიც შეაღეს. როგორც მილის ახსოვდა, დეიდა ლუსიმ გასაღები მართლაც, რომ მაგიდაზე დადო.

მილი:- დეიდა ლუს, რაიმე წიგნი ხომ არ გექნება ჰოუკინსის ტბაზე?

ლუსი:- სადღაც უნდა იყოს, დიდი ხანია ეგ წიგნი არავის მოუკითხავს...

მილი:- რატომ? საკმაოდ საინტერესო ლეგენდაა მაგ ტბაზე..

ლუსი:- ამ წიგნზე ამბობენ ავტორმა დაწყევლაო, არავინ ეკარება, მაგრამ არამგონია მართალი იყოს.

მილი:- ახლა უფრო დავინტერესდი.

ლუსი:- აი თურმე სად ყოფილა. როგორი მტვრიანიაა..

მილი:- სახლში გავწმენდ დეიდა ლუს, თქვენ არ შეწუხდეთ..

ლუსი:- რა შეწუხება საყვარელო, აქვე საპირფარეშოში გავალ. თანაც ცივი წყალი მოდის და ცოტა გაგრილება არ მაწყენდა.

მილი:- კარგი დეიდა ლუს, აქ დაგელოდებით.

დეიდა ლუსი გავიდა ბიბლიოთეკიდან. მილიმ თვალი გააყოლა და წყლის ხმა გაიგონა თუ არა, მაშინვე რაცია აიღო და ბიჭებს უთხრა:- გზა თავისუფალია, შემოდით.. კავშირის დასასრული.

ბიჭები სწრაფი ნაბიჯებით მაგრამ ჩუმად მიუახლოვდნენ კარებს. შევიდნენ და სარდაფისკენ გაემართნენ.

მილი:- მოიცადეთ, დეიდა ლუსი საპირფარეშოშია, ფრთხილად გაიარეთ.

ჰოუკინსის ტბა (დაუსრულებელი)Where stories live. Discover now