არსენ ლუპენის შთამომავლები (თავი III)

27 4 0
                                    

ბებია ჯეინი:- საით გაგიწევიათ ასე ადრიანად? და ასეთი აჟიტირებული რატომ ხარ ქეილებ?

მილი:- ბებო ჩვენ...

ქეილებმა, მილს სიტყვის თქმაც კი არ დააცადა და თქვა:- ჩემს ოცნებას ვიხდენ დღეს ბებო.

ბებია ჯეინი:- მაშინ წარმატებები ოცნების ახდენაში, ქეილებ!

ქეილები სარდაფში ჩადის და მეორე წუთას, უკვე რკინის მაკრატლით ბრუნდება.

ბებია ჯეინი:- ქეილებ, არ მითხრა, რომ ეგ ოცნების ახდენაში გჭირდება.. ხომ იცი, რომ ბაბუა ჰოპერი გაცეცხლდება თუ ყველაფერი ისე არ დახვდა, როგორც დატოვა.

ქეილები:- ოცნების ახდენაში კიარ მჭირდება, არამედ თვითონ ამიხდენს ოცნებას!

მილი:- ისე, ბაბუა სად არის?

ბებია ჯეინი:- ბაღში, მის ძველ მეგობართან ერთად ნარდს თამაშობს.

მაიკი:- კარგით, წავედით, თორემ მალე შუადღე მოვა და ქეილებთან ერთად ჩვენც ვიწუწუნებთ.

სწრაფი ნაბიჯებით გავიდნენ გარეთ.. შემოასხდნენ ველოსიპედებს და გაუდგნენ გზას.
ქეილები ყველაზე წინ მიდიოდა. ერთი სული ჰქონდა, როდის განახორციელებდა მის გენიალურ გეგმას.

მილი:- ქეილებ, დაგვიცადე!

ქეილები:- ჩემი დაცდა რა საჭიროა?! მაინც ერთი მიმართულებით მივდივართ.

სკოლასთან უკვე ახლოს იყვნენ. გზაში რაციებს ამოწმებდნენ, სხვათაშორის სამივე კარგად მუშაობდა, მიუხედავად იმისა, რომ მაიკმა ისინი სხვენში იპოვა.

მაიკი:- აი უკვე სკოლასთან ვართ. ქეილებ, ჩანთიდან რკინის მაკრატელი ამოიღე და ღობე გაჭერი.

ქეილები:- ჩემი დროც მოსულაა..

ქეილებმა ჩანთიდან მაკრატელი ამოიღო და ღობე გაჭრა. ბავშვები ფრთხილად შეძვრნენ ღობეში და სირბილით მივიდნენ მთავარ შესასვლელამდე. მილიმ ჩანთა გახსნა, აიღო თმის სამაგრი და საკეტს მოარგო. დიდი ხანი ცდილობდნენ გაეღოთ კარი, მაგრამ უშედეგოდ.
მილიმ შიგნიდან, საუბრისა და ნაბიჯების ხმა გაიგო.

ჰოუკინსის ტბა (დაუსრულებელი)Where stories live. Discover now