ვათერგეითი (chap.II)

14 3 0
                                    

შეშინებულები სწრაფად სახლის გზას დაადგნენ. სახლის კარი გააღეს და რას ხედავენ.. 

ბაბუა თავის სავარძელში არაა, ტელევიზორი გაფუჭდა, შუქი ციმციმებს.. 

ყველაფერი ერთმანეთზე აეწყო, ბებიის გაუჩინარების შემდეგ ბაბუაც გაუჩინარდა.. ახლა სულ მარტო დარჩნენ, წიგნის და ყუთის ამარა.

არ იციან რა გააკეთონ.
წიგნს ჩანთაში დებენ, მაგრამ მილი დაჭვდა და წიგნი გადაშალა. წიგნში ნახატია... 

ნახატზე ზუსტად ის შავი აჩრდილია გამოსახული, მაგრამ ამჯერად ეს აჩრდილი ტბაში ბრუნდება..

ბავშვები ძალიან გაოგნებულები არიან, შეშინებულები, ფიქრობენ, თუ რა შეიძლება მომხდარიყო თუ ტბაზე არ გაიპარებოდნენ. იქნებ ბაბუაც არ გამქრალიყო?.. ვინ იცის..მაგრამ ახლა ასეთი ფიქრებისთვის დრო არაა, უკან უნდა დაბრუნდნენ.

ტბაზე მივიდნენ და ძველი ნავი იპოვეს, ცდილობენ ტბაში შეიყვანონ და ამ დროს ის ხმა ბრუნდება, ცაში იხედებიან და ის აჩრდილი მთელი სისწრაფით მიექანება წითელი სინათლისკენ, რომელიც ტბიდან ამოდის. ბავშვები არ ჩერდებიან და როგორც იქნა ნავი ტბაშია. ჩასხდნენ ნავში და ტბის შუაგულში მივიდნენ. სინათლე ისევ ამოდის. 

მილი:- უნდა ჩავყვინთოთ..

ქეილები:- იცით რა?! უკვე ზღვარს გადავდივართ..  თავდაპირველად ჩვენ აქ მხოლოდ 100 წლის წინანდელი ძვლების დასამსხვრევად მოვედით, და ახლა რას ვაკეთებთ? იმ ტბაში ჩასვლას ვაპირებთ საიდანაც საშინელი ხმა და ჯოჯოხეთური სინათლე ამოდიოდა, შემდეგ კი რაღაც შავი აჩრდილი ამოფრინდა და ისევ ჩაფრინდა. ძალიან ბავშვურად ჟღერს..

მაიკი:- საკუთარი თვალით, რომ არ დაგენახა, კი! იცი რა ქეილებ მე მშობლები დავკარგე, ისევე როგორც თქვენ ბაბუა და ბებია, მაგრამ როგორც ჩანს შენ ეგ ფაქტი არ გაღელვებს.. თქვენ რომც არ გადმოხტეთ მე მაინც მივდვარ! ჩემი მშობლებისთვის ყველაფერს გავაკეთებ! იმ სიცოცხლესაც გავწირავ რომელიც მათ მაჩუქეს! და საერთოდ არ ვღელავ იმაზე რომ აქ ჩასვლა მარტოს მომიწევს!

ეს თქვა და გადახტა.. მილიმაც არ დააყოვნა და მაიკს გაყვა უკან. ქეილები ნავზე ყოყმანობს და ფიქრობს, რომ უკვე დასაკარგი არაფერი აქვს, სულ მარტო დარჩა ტბის ზედაპირზე.. და ისიც მათ გაყვა.

მიაგნეს იმ ადგილს საიდანაც  სინათლე ამოდის. რაღაც ოვალური ნათებაა,რომელიც ლორწოვანი გარსითაა დაფარული. ხმები ამ ოვალური კარიბჭიდან მოდის. მათ გაარღვიეს ლორწოვანი გარსი და გავიდნენ ამ გარიბჭეში. 

რა არის ამ კარიბჭის მიღმა?

ჰოუკინსი. 

მაგრამ რაღაც არაა რიგზე.. აქ ცაზე ერთი კი არა, არამედ ათასობით შავი აჩრდილია.

მილიმ წიგნი გადაშალა და აღმოაჩინა, რომ წიგნში მათი შავი ყუთი ხატია.  მაიკმა არ დააყოვნა და ჩანთიდან შავი ყუთი ამოიღო, გახსნეს და ბალერინამ სიმღერა და ტრიალი დაწყო. სიმღერის გაგონებაზე შავი აჩრდილები სწრაფად შემოტრიალდნენ და მათკენ გაექანნენ. ბავშვები შიშისგან წაიქცნენ და ყუთიც დაუვარდათ, აჩრდილები ყუთისკენ გაემართნენ და ერთმანეთის მიყოლებით გაქრნენ ამ ყუთში. მაიკი სწრაფად წამოდგა და როგორც კი ყველა აჩრდილი შიგნით იყო, ყუთი ჩარაზა და გასაღებით ჩაკეტა.

წიგნი გადაშლილი ეგდო მიწაზე.. მილიმ წიგნი აიღო, მაგრამ დაზიანებული იყო, რამოდენიმე გვერდი ამოვარდნოდა. ქეილებმა გვერდების შეგროვება დაიწყო როცა შეამჩნია, რომ ერთ-ერთზე რუკა იყო გამოსახული. 

რუკა ბაიერსების სახლისკენ მიმავალ გზას გამოსახავდა. ისინი სწრაფად გაუყვნენ ამ რუკას, მივიდნენ თვიანთ სახლში და რაც იქ აღმოაჩინეს მართლაც თვალით დაუჯერებელი იყო.

Next chapter tomorrow❗

ჰოუკინსის ტბა (დაუსრულებელი)Where stories live. Discover now