ვათერგეითი (Chap.III)

14 3 1
                                    

თვალებს არ უჯერებდნენ. ეს ყველაფერი ბავშვურადაც აღარ ჟღერდა. უფრო ზრდასრული ადამიანის კოშმარს ჰგავდა.

სახლი შეპყრობილი იყო. მის ირგვლივ საშინელი, ლორწოვანი საცეცები იკლაკნებოდა. ცოცხალ არსებას ჰგავდა და ასეც იყო. ბავშვებმა საცეცებს თვალი ააყოლეს და სახლის სახურავამდე მივიდნენ, როცა შიშისგან მთელისხეული გაეყინათ, ადგილზე გაშეშდნენ და თვალსაც ვეღარ აცილებდნენ.

თვალები ჩამოაყოლეს საცეცეებს და სახლის კიდეზე ძვლები შეამჩნიეს. შინაგანი ხმა ეუბნებოდათ, რომ უკან დაბრუნებულიყვნენ, მაგრამ მათი სიყვარულით აღსავსე გულები, რომლებსაც საყვარელი ადამიანების დაბრუნება ჰქონდათ განზრახვული, საპირისპიროს კარნახობდნენ.

შეშინებულებმა პირველი ნაბიჯი გადადგეს და ნელნელა უახლოვდებოდნენ სახლს. ქეილებმა ძვალს ფეხი დააბიჯა და მსხვრევის ხმაზე ძლიერი მიწისძვრა მოხდა. სახლმა ზანზარი დაიწყო, ირგვლივ ხეები ფესვებიანად ტყდებოდნენ და მყარ ნიადაგს ცილდებოდნენ. ბავშვებმაც ვერ შეიკავეს თავი და ისინიც ხეებივით ძირს დაეცნენ. საცეცები სწრაფად სცილდებოდა სახლს და ბავშვებისკენ მიიწევდა. ბავშვებმა კარიბჭისკენ ხოხვა დაიწყეს, რა დროსაც სამივე ჰაერში აიწია. ფეხებზე ის საშიბელი საცეცები ჰქონდათ შემოხვეული და თავდაყირა ძვლებით გადატენილ მიწას უყურებდნენ და საკუთარი სიცოცხლის გადასარჩენად ყვიროდნენ.

ვერავინ გაიგებდა მათ ყვირილს. მილიმ ჩანთიდან წიგნის აღება სცადა.

- მილ, წიგნი ვერ დაგვეხმარება!-იყვირა მაიკმა.

მილი:- აბა, რა გავაკეთოთ?!

ქეილები:- ყუთი!... ყუთი აიღე!..

მილი:- ეგ რაში დაგვეხმარება?!

მაიკი:- იქნებ აჩრდილებივით შთანთქოს ეს საზიზღარი არსება!.

მილიმ აიღო ყუთი, ძლივს-ძლივობით გააღო და გახსნა.

ბალერინამ ცეკვა-სიმღერა დაიწყო..

საცეცებმა სამივე ნელა დააბრუნა მიწაზე და სახლისკენ უკან დაიხიეს.

ყველაფერი ჩაწყნარდა, თითქოს ისევ ჩაეძინა მონსტრს. ბავშვები ფეხზე წამოდგნენ და სახლის კარისკენ გაემართნენ. შეაღეს კარი და სავარძელზე ბაბუა ზის და გათიშულია. საცეცები მის სხეულზე იყო შემოხვეული თითქოს გუდავდა. მთლიანად ლორწოვანი გარსით იყო დაფარული და რამოდენიმე დღის მკვდარს ჰგავდა. ფერი საერთოდ არ ედო, თვალები ჩასიებული ჰქონდა, მაგრამ სუნთქავდა. ზარდახშის ხმაზე საცეცები მოშორდა მის სხეულს, ნელნელა განთავისუფლდა ბაბუა.

ერთი ღრმა ჩასუნთქვა და თვალები გაახილა. მილი და ქეილები გადაეხვივნენ მას. მაიკი კი სახლს ათვალიერებდა როცა მოხუცების ოთახში ბებია საწოლზე იწვა და მასაც საცეცები ჰქონდა შემოხვეული. მაიკმა სწრაფად დაუძახა სხვებს. ბებიაც ცოცხალია, მაგრამ შედარებით მძიმედაა ვიდრე ბაბუა.

ქეილები:-მაიკ, იქნებ შენი მშობლები..

მაიკი:- ჩემს სახლში არიან..

ქეილები:- მილ, შენ ბებიასთან და ბაბუასთან დარჩი და ჩვენ მაიკის მშობლეს ვიპოვით, მალე მოვალთ, ფრთხილად იყავით და რაც მთავარია ჩუმად!. არ გააღვიძოთ "ის".

ბიჭები მაიკის სახლისკენ გაემართნენ. 

Next Chapter Tomorrow..

You've reached the end of published parts.

⏰ Last updated: Aug 21, 2022 ⏰

Add this story to your Library to get notified about new parts!

ჰოუკინსის ტბა (დაუსრულებელი)Where stories live. Discover now