2021 წელია. 30 სექტემბერი. ამ დღეს მოხდა ის რაზეც დაფუძნებულია ეს ფიქცია. მათი გაცნობა. მათ ერთმანეთი ზუსტად ამ დღეს გაიცნეს სრულიად შემთხვევით.
ჯიმინი სკოლის ხმაურიან დერეფანში მიიკვლევს გზას თან წიგნში რაღაცას ეძებს. ამ დროს შემთხვევით მას შეეჯახება ის ვისიც ყველას ეშინია, ის ვისი გარეგნობის გამოც გოგონები და ბიჭები ერთმანეთს ცემენ, ასახიჩრებენ და კლავენ. ჯიმინი ახლახანს ჯონ ჯონგუკს შეეჯახა.
-ხალიან დიდი ბოდიში-მორიდებით თქვა ჯიმინმა და დაიხარა დაბლა წიგნების ასაკრეფად. ის არ გამოიყურებოდა შეშინებული სხვა ბავშვებივით რომლებიც ჯონგუკის დანახვაზე შიშისგან იფსავენ, დიახ ჯიმინი ის ერთადერთი ადამიანია მთელ სკოლაში რომელსაც ჯონგუკის არ ეშინია.
-წინ უნდა იყურო მწერო-მკვახედ მიაძახა ჯონგუკმა და ჯიმინს ხელზე ფეხი დაადგა.
-მეტკინა გამიშვი ძაღლო-წამოიყვირა ჯიმინმა. ამის გაგონებაზე ბავშვები შეშინდნენ და გაშეშდნენ არ ეგონათ თუ ოდესმე ვინმეს ეყოფოდა იმის ძალა თვით ჯონ ჯონგუკს შეწინააღმდეგებოდა.
-შენ ახლახანს ძაღლი დამიძახე მწერო.-ხმასაბლა მაგრამ მაინც საშიში ტონით წარმოთქვა ჯონგუკმა.
-შენ კი მწერს მეძახი-არ ეშვებოდა ჯიმინი იმისდა მიუხედავად რომ იცოდა ჯონგუკი ამის გამი მოკლავდა.
-სახეს აგახევ მწერო და შენს სხეულს ხემი ახალი მოტოციკლით გადავუვლი.-ისევ ხმადაბლა წარმოთქვა ჯონგუკმა და ჯიმინთან უფრო ახლოს მიიწია.
-ტრაკში გაითხარე ეგ შენი ახალი მოტოციკლი, ხომ იცი შენი არ მეშინია და სულ ტყუილად ირჯები.-მწარედ მიაძახა ჯიმინმა და ფეხზე წამოდგა, რა დროსაც ჯონგუკმა ხელი დაავლო გადააბრუნა და სახით მიწაზე დაანარცხა. ჯიმინს ტუჩიდან სისხლი მოდიოდა მაგრამ არაფერი უთქვამს, პირიქით გაიცინა.
-შენი ყველას ეშინია, მეც მეგონა რომ ძლიერი იყავი მაგრამ არა. სულ ეს ხარ? მეტი არაფერი შეგიძლია?-ირონიულად მიაძახა ჯიმინმა და ფეხზე წამოდგა.
-მწერო ნუ მიწვევ თორემ ეს კარგად არ დასრულდება.-ეს თქვა ჯონგუკმა და თან ზარი დაირეკა რაც ყველა მოსწავლეს ამცნობდა რომ კლასებში უნდა შესულიყვნენ.
*კლასში
-მოკლედ ბავშვებო მინდა რაღაც შემოგთავაზოთ, ვაპირებ დაგაწყვილოთ ჯგუფებად და საპრეზენტაციო დავალება მოგცეთ. მგონი არ არის ცუდი იდეა.-თქვა მის ჰესუმ.
-მოკლედ დღეისთვის უბრალოდ ჩაგწერთ ვისაც გინდათ და ვისაც გჭირდებათ, ხოლო ხვალ შემთხვევითობის პრინციპით ავარჩევ ბავშვებს და დავაწყვილებ.
-დიახ მას-ყველამ ერთხმად წამოიძახა.
-კარგით მაშინ ახლა გაკვეთილს მივხედოთ და გაკვეთილი როცა დასრულდება მოდით ჩემთან და ჩაგწერთ.
YOU ARE READING
დ•ა•ვ•ა•ლ•ე•ბ•ა
Romanceფიკში აღწერილია ჯიმინისა და ჯონგუკის სიყვარული.ისინი ერთმანეთს სკოლის დავალების მეშვეოვით დაუხლავდებიან. წაიკითხეთ და ისიამოვნეთ მათი სიყვარულის ამბავით❤️🤣