part 9

267 23 8
                                    

    
          -ანუ მე მოგწონვარ?
          -კი ჯიმინ მომწონხარ, ყველაზე მეტად.
          -იცი მე... ცოტა დაფიქრება მჭირდება ამაზე.-თქვა ჯიმინმა და კაბინიდან გამოვიდა.
         -დაგელოდები ჯიმინ.-მიაძახა ჯონგუკმა უკვე კარში გასულს.

         ჯიმინი დერეფანში მშვიდად და ნელა მიაბიჯება და თან ცოტა ხნის წინ მომხდარ ამბავზე ფიქრობს. ნუთუ შესაძლებელია ჯონგუკისნაირ ადამიანს ჯიმინისნაირი ადამიანი შეუყვარდეს? მთელი დღე ეს კითხვა აწუხებდა ჯიმინს. ამიტომ დააპირა შუადღით ჯონგუკს დალაპარაკებოდა და ყველაფერი გაერკვია. როცა ჯონგუკი სკოლიდან გამოვიდა და თავისი მანქანისკენ აიღო გეზი ჯიმინი დალანდა.

-ჯიმინ? აქ რა გინდა?
-იცი... მინდა დღევანდელთან დაკავშირებით დაგელაპარაკო.
-მოიცა... ასე ცხელ გულზე ვერაფერს მეტყვი ცოტა დაფიქრდი, შენ თუ უარს მეტყვი გაგიგებ და აღარასდროს შეგაწუხებ, მაგრამ არ მინდა გადაწყვეტილება ასე უცებ მიიღო და მეც გული მატკინო და საკუთარი თავიც დატანჯო. უბრალოდ იფიქრე და საბოლოო გადაწყვეტილება მითხარი.
-ზუსტად ეგ მინდა გითხრა, იცი... მომწონხარ, მაგრამ ვერ გეტყვი რომ მიყვარხარ, შენთან თავს კომფორტულად ვგრძნობ და არ მინდა ეს გრძნობა უხერხულობაში გადამეზარდოს. ახლოს ვიყოთ ერთმანეთთან მაგრამ როცა გრძნობებში გავერკვევი მერე დავარქვათ ჩვენს ურთიერთოდას სახელი.
-კარგი ჯიმინ როგორც გინდა, ისიც მახარებს რომ არ გამირბიხარ და ჩემი არ გეშინია, მე სულ მზად ვარ შენი პასუხისთვის.
-ხვალ ჩემი მშობლები 2 დღის ქალაქ გარეთ მიდიან და მარტო ვიქნები, ამიტომ ჩემთან მოდი თუ გეცლება და დავალება გავაკეთოთ. 1 კვირა დაგვრჩა და ნორმალურად არაფერი მიგვიმზადებია.
-კარგი მოვალ მაგრამ საღამოს 7 საათამდე არ მცალია, მამას უნდა დავეხმარო კომპანიაში და როცა მოვრჩები დაგირეკავ.
-კარგი მაშინ დაგემშვიდობები და ხვალ შენს ზარს დაველოდები.
-მოიცა ჯიმინ... სახლში მიდიხარ?
-კი რა მოხდა?
-ფეხით ხარ და წამოდი მანქანით წაგიყვან.
-ამმ არა მადლობა ფეხით წავალ არ შეგაწუხებ.
-რას ამბობ რისი შეწუხებაა პირიქით მოხარული ვიქნები თუ სახლამდე მიგაცილებ.
-რახან არ იშლი, რა გაეწყობა, წამოვალ.-ჯონგუკმა მანქანის კარი გაუღო და სავარძელზე დასვა. თვითონაც მოუარა მანქანას და დაჯდა საჭესთან. ღვედი შეიკრა და ჯიმინისკენაც გადაიწია ღვედის შესაკრავად.
-დაგეხმარები-მორცხვად უთხრა ჯონგუკმა და ჯიმინისკენ გადაიწია. მათი სახეები იმდენად ახლოს იყო ერთმანეთის სუნთქვას კანზე გრძნობდნენ, ამიტომაც ჯიმინს ლოყები აუწითლდა.
-მადლობა.

მთელი გზა უხერხული სიჩუმე იყო მანქანაში და არცერთი ხმას არ იღებდა. როგორც იქნა მივიდნენ ჯიმინის სახლამდე.
-აქ ჩამოვალ, მადლობა ჯონგუკ ყველაფრისთვის შენ შენს მაქსიმუმს აკეთებ და ვეცდები გული არ გატკინო.
-არაფრის ჯიმინ. კარგად იყავი.
-კარგად.
-ჯიმინ მოიცა...-მკლავზე ხელი მოკიდა ჯონგუკმა.-შეიძლება...-უხერხულად დაიწყო, რა დროსაც ჯიმინმა ახლოს მიიწია და ტუჩებზე პატარა კოცნა დაუტოვა. ჯონგუკმა თვალები დაჭყიტა, მოეწონა ჯიმინის სითამამე და სანამ მანქანიდან გადავიდოდა მოაბრუნა და ერთხელ კიდევ აკოცა.

დ•ა•ვ•ა•ლ•ე•ბ•აWhere stories live. Discover now