part 6

298 27 8
                                    

ნელ-ნელ ჯიმინი გონზე მოდის, თვალებს ახელს მაგრამ ვერაფერს ხედავს, რადგან სინათლე თვალებში აჭყიტებს და თვალის დახუჭვას აიძულებს. მოისრისა თვალები და ფრთხილად წამოდგომა სცადა, მაგრამ გაუჭირდა რადგან ყველაფერი ტკიოდა.
-სად ვარ? აქ არის ვინმე
-რა ჯანდაბა გაყვირებს მწერო, ყურები გამისკდა.
-შენ აქ რას აკეთებ? ან მე რა მინდა აქ? ეს რა ადგილია?
-ძალიან ბევრს ლაპარაკობ თავი მეტკინა, როცა გეძინა უფრო დამჯერი ჩანდი გინდა დაგაძინო? მაგრამ ცორა მტკივნეული იქნება.
-ჯონგუკ რატომ ვარ აქ? ეს მაინც მითხარი.
-საპირფარეშოში გონება დაკარგე და ჩემთან სახლში წამოგიყვანე.
-ვაუუ და ეს ამხელა ოთახი შენია? ძალიან უცნაურია.
-რა არის უცნაური?
-მეგონა ოთახი მთლიანად შავი გექნებოდა შენსავით და კედლებზე ასი ათასობით პოსტერები.
-და როდის მოასწარი ამდენ რაღაცაზე ფიქრი? შენ ხომ გძულვარ.-თქვა ჯონგუკმა და ჯიმინს მიუახლოვდა.
-მაბიჭვარი ხარ.
-მეორედ მაგას გაიმეორებ და აქედან ისე არ გახვალ რაიმე სახის ჭრილობა თუ არ გექნება.
-კარგი ჰო მოვკეტავ, მაგრამ დავალების შესრულებას როდის ვიწყებთ?
           -უშაბათო კვირას.
           -არ მეღადავება.
           -არც მე.
           -ღმერთო ჩემო ჯერ ხელში დამჭერი, მერე შენთან სახლში მომიყვანე. რა გეტაკა? თან ხელი მაქვს შეხვეული და ვინ დამიმუშავა?
          -ანგელოზებმა. ვინ იზამდა სულელო.
          -სულელი თვითონ ხარ. უბრალოდ გამიკვირდა, შენნაირი სადისტი თუ ჩემს მიმართ მცირე ყურადღებას მაინც გამოიჩენდა არ მეგონა.
-მერამდენედ უნდა გითხრა მასე ნუ მელაპარაკები, მაინც და მაინც უნდა გამოცადო ჩემი შესაძლებლობები რომ მოკეტო? კარგი როგორც გინდა.-თქვა ჯონგუკმა უფრო ახლოს მიიწია საწოლზე წამომჯდარ ბიჭთან, გადააწვინა და ზემოდან მოექცა.
-ჰეიი, რას აკეთებ?
-შენ რას ფიქრობ? რას ვაპირებ?
-გაჩერდი ნუ სულელობ, მომშორდი ნუ მაწვები სხეული მტკივა.
-დიახ ბატონო ჯიმინ, ეხლავე რასაც მეტყვით იმას გავაკეთებ.-ირონიულად თქვა ჯონგუკმა და უფრო მიუახლოვა სახე ბიჭის შეშინებულ და ამავედროს გაბრაზებულ სახეს. ხელი ბიჭს წელზე შემოაჭდო და შიშველ კანზე ფერება დაუწყო. ეს ჯიმინისთვის გამაღიზიანებელი და ამავედროს სასიამოვნოც იყო, ეზიზღებოდა საკუთარი თავი რომ ასეთი ადამიანი მოსწონს. მოიცა რაა ჯიმინს ჯონგუკი მოსწონს? შეუძლებელია!
          ჯიმინი ფიქრობს, რომ გაგიჟდა მას მოეწონა თავისი სკოლელი, კლასელი ბიჭი რომელიც გამაღიზიანებელი, საშიში და ძლიერია თან ამავედროს სიმპატიური, სექსუალური და ჭკვიანი. ჯიმინს არ გაუკვირდა ის ფაქტი, რომ ბიჭი მოსწონს რადგამ მან დიდი ხნის წინ გაერკვია საკუთარ ორიენტაციაში არამედ გაუკვირდა, ის რომ მისმა გულმა ამდენი ადამიანიდან მაინც და მაინც ის ერთადერთი აირჩია და შეიყვარა.

დ•ა•ვ•ა•ლ•ე•ბ•აWhere stories live. Discover now