-მაპატიე, ხალიან შემეშინდა და თავი ვერ შევიკავე ჩემი ბრალია.-დამნაშავესავით შეხედა ჯიმინმა კონგუკს და ხელი გაუშვა.
-არაუშავს, პირიქით ჩემი ბრალია არ ვიცოდი ასეთი ფილმების თუ გეშინოდა, გამოვრთავ.-ჯონგუკმა პულტს დასტაცა ხელი და ტელევიზორი გათიშა მერე შუქი აანთო, ამ დროის განმავლობაში ჯიმინი მოკუნტული იჯდა და თავის ფეხებს ეხუტებოდა.
-იცი რა, მგონი ჩემი წასვლის დროა. გვიანია და არ მინდა კიდევ შეგაწუხო, თან თვალები დაგიწვრილდა როგორც ვხვდები გეძინება. ხელს არ შეგიშლი.-თქვა ჯონგუკმა და კარებისკენ წავიდა რა დროსაც ჯიმინმა გაიქცა და ზურგზე შეახტა უკნიდან მიეხუტა.
-ბოდიში რომ ამას გეუბნები მაგრამ ძალიან მეშინია და შეგიძლია ამაღამ ჩემთან დარჩე?-მორიდებით უთხრა ჯიმინმა.-ძალიან გთხოვ ამ ერთხელ დარჩი, ძალიან მეშინია და არ ვიცი როგორ მოვიქცე. საშიშ ფილმებს ამიტომ ვერ ვუყურებ ღამე მეჩვენება რაღაცეები და ვერ ვიძინებ.
-ასე თუ შეგეშინდებოდა არ მეგონა, კარგი არ არის პრობლემა დავრჩები.
-დიდი მადლობა. კიდევ მინდა რაღაც გთხოვო, შეგიძლია...-დაიწყო ჯიმინმა და ჯონგუკთან ერთად მისაღები ოთახის მდივანზე ჩამოჯდა.
-ნუ ნერვიულობ ისე მითხარი-თქვა ჯონგუკმა ლუდის ქილა აიღო და მოსვა.
-ბოდიში, მაგრამ შეგიძლია ჩემთან ერთად დაიძინო?-ჯონგუკს ამის გაგონებაზე ლუდი გადაცდა და ხველება აუტყდა. ჯიმინმა წამოხტა და წყალი მოუტანა.-დალიე.
-მოიცა რას მეუბნები? შენთან ერთად შენს საწოლში დავიძინო?
-თუ არ შეწუხდები, უბრალოდ ძალიან მეშინია.
-კარჰი თუ ასე გინდა.-თქვა ჯონგუკმა და ფეხზე წამოდგა.-მოდი ესენი ავალაგოთ და დავიძინოთ.
-კარგი ავალაგოთ.-თქვა ჯიმინმა და დაამთქნარა.
-დაწექი და ყველაფერს მე ავალაგებ თუ გინდა.
-არა ჩემთვის ისედაც ბევრს აკეთებ არ მინდა შეგაწუხო, არაა საჭირო.
-არა რას ამბობ არ ვწუხდები, პირიქით მსიამოვნებს თუ რაიმეთი მაინც გეხმარები. წადი დაიძინე, შუქი არ ჩააქრო და კარი ღია დატოვე რომ არ შეგეშინდეს მეც მალე მოვალ.
-კარგი რახან არ იშლი, დავიძინებ. მალე შემოდი შენც.
-კარგი პატარავ.
-რა?
-უი ბოდიში, ცუდად არ იფიქრო მაპატიე.
-არაუშავს, მომწონს.-თქვა ჯიმინმა და თავის ოთახში შევიდა. კარი ღია დატოვა, კარადა გამოაღო და პიჟამოს ჩაცმა დაიწყო. ზედა გაიხადა, ამ დროის განმავლობაში ჯონგუკი პირღია უყურებდა და ნერწყვს მძიმედ ყლაპავდა.
-ჯიმინ რას მიკეთებ?-ჩუმათ ჩაილაპარაკა ჯონგუკმა.
ჯიმინი მოთავსდა საწოლში და ერთი სული ჰქონდა ჯონგუკი შემოსულიყო. მალევე მისი სილიეტი დალანდა ოთახში. ჯონგუკი ფრთხილად შემოვიდა და ოთახში პიჟამოს ძებნა დაიწყო თავისთვის.
YOU ARE READING
დ•ა•ვ•ა•ლ•ე•ბ•ა
Romanceფიკში აღწერილია ჯიმინისა და ჯონგუკის სიყვარული.ისინი ერთმანეთს სკოლის დავალების მეშვეოვით დაუხლავდებიან. წაიკითხეთ და ისიამოვნეთ მათი სიყვარულის ამბავით❤️🤣