18

137 6 0
                                    

- ჯანდაბა...  რატომ მაინც და მაინც ის ?! რა ჯანდაბა გეტაკა ნიკი ...გინდა სულ შერცხვე ?? რატომ გააბედინე ამდენი , რატომ არ ჩამოუღე კბილები ...

ნიკი თავის თავს ელაპარაკებოდა და დალურჯებულ ხელს უყურებდა...

- ნიკიი, რას შვები ?
- არაფერს ,როდის მოხვედი ?
- ეხლა ... ჯონგუკმა გუშინ მოყვა რაც მოხდა ..
- მერე ..
- მერე ? ბიჭი სიყვარულში გამოგიტყდა და ალბად გამოფხიზლებას ელოდები რომ ისევ დაგელაპარაკოს ...
- სიმართე გითხრა ??
- გისმენ ..
- არც ის მინდა რომ გუშინდელი სიტყვები სიმთვრალეს მიაწეროს და არც ის მინდა რომ იგივე სიტყვები მოვისმინო ..
- რას გულისხმობ ?
- იმას ვგულისხმობ რომ თუ იტყვის რომ სიმთვრალის გამო სისულელე თქვა , გული მეტკინება და თუ ისევ მეტყვის რომ ვუყვარვარ არც მაგაზე მაქვს პასუხი ... 
- შენ ხომ გიყვარს ?
- კი .. მაგრამ არც მზად ვარ მსგავსი ურთიერთობისთვის და არც დრო მაქვს.
- შენ სულ გაგიჟდი ? ნიკი იცი მიყვარხარ და ვიცი რომ ყოველთვის გონივრულად მოქმედებ მაგრამ ეს სწორი არ არის ! * კარზე ზარი გაისმა * გავაღებ !

ნიკიმ დალურჯებული ხელი პატარა შარფით შეიხვია .. მასთან ისევ ანა შევიდა
- ჯონგუკი მოვიდა ... შენ გელოდება ... არ მითხრა რომ ბავშვივით თავს აარიდებ 
- როდესმე მასე მოვქცეულვარ ? წავიდეთ...
- კარგი და მე წავალ თეჰიონი ბარშია და დავადგები 😅
- კარგი   ..

ჯონგუკი თავდახრილი იდგა შემოსასვლელში და თითებს ნერვიულად ათამაშებდა ...
- დილამშვიდობის...
- დილამშვიდობის ნიკი .. იცი....
- მანდ აპირებ დასჯილი ბავშვივით დგომას ? დაჯექი , რა მოხდა ? * ჯონგუკი დივანზე ჩამოჯდა*
- იცი მე გუშინდელზე მინდა საუბარი  ..
- მგონია რომ საუბარი არ გინდა , არაა საჭირო ნუ იძაბები .. სიმთვრალეში ათას სისულელეს ვაკეთებთ..
- გთხოვ აღარ გამაწყვეტინო და მომისმინე ...
- რამეს დალევ ?
- ნიკი , გთხოვ ...
- კარგი , მოვრჩი და გისმენ ...
- გუშინ  შეიძლება ზედმეტი მომივიდა თუმცა ტყუილი არაფერი მითქვამს , ვიცი რომ მსგავს სიტუაციას ვერ იტან ამიტომ თავს ვირწმუნებდი რომ მხოლოდ მეგობრულად გიყურებდი ... მაგრამ მართლა არ შემიძლია თვის შეკავება განსაკუთრებით მაშინ როდესაც სხვის გვერძე გხედავ .მაპატიე , მაპატიე მართლა ვერ ვაკონტროლებ თავს , ვერ გიყურებ როგორც მეგობარს , მიზიდავ როგორც ქალი , მომწონხარ ისე რომ შენი დანახვაც მაბედნიერებს და მიყვარხარ ისე რომ შენთან ყოფნის დროს ჩემი გულის ცემა წუთში 150 ცდება ... და ახლა მაინტერესებს შენ თუ გრძნობ რამეს ჩემს მიმართ ? ...

ნამდვილი მეგობრობა 💜 დასრულებულიWhere stories live. Discover now