-ჯანდაბა ჯანდაბა ჯანდაბა-ყვიროდა ნიკი ბოლო ხმაზე და ფეხს პატარა კომოდს მთელი ძალით ურტყამდა.ხელებით ეყრდნობოდა და ბოლო ხმაზე ყვიროდა.ყველაფერი გადმოყარა რაც მასზე იდო და კედელთან ჩაიკეცა.
-შენი დედაც შენი დედაც-ყვიროდა და თან კედელს თავს ურტყამდა.ცრემლებისგან იცლებოდა და ყველაფერს ურტყამდა რასაც დაინახავდა.ღრმად სუნთქავდა და ცდილობდა გაეაზრებინა ის რომ ლიზა აღარ იყო.დილით ადრე როცა თავის ოთახში ვერ დაინახა ტელეფონზე ურეკავდა,ბოლოს ვიღაცამ უპასუხა და უთხრა,რომ ლიზამ თავი მოიკლა,სხეული დანით დაისახიჩრა და შემდეგ კლდიდან გადახტა.
-ეს არასწორია,არასწორია-თავს აქნევდა და მაისური ლამის შემოიგლიჯა.
მის სახლში მისი მეგობრები მივიდნენ და მიუსამძიმრეს,მათ შემდეგ მისი შეყვარებული მივიდა მასთან.საერთოდ არ ეხალისებოდა გოგოს იმ დროს იქ ყოფნა,რადგან იცის ნაწილობრივ ამ ურთიერთობის ბრალიცაა რაც მოხდა.
-შემიძლია მისი ნივთები ჩავალაგო და წავიღო-უთხრა გოგომ ნიკს და მოეხვია.ნიკმა ის მოიცილა.
-არა არ მიეკარები მის ნივთებს-ტირილისგან ხმაჩახლეჩილმა უთხრა.
-მაგრამ უნდა წაიღო ისინი და მე დაგეხმარები-მიუახლოვდა გოგონა ნიკს.
-არა არ მიეკარები-უფრო ხმამაღლა უთხრა.
-მისმინე,მე დახმარე...
-არ მიეკარები მის ნივთებს ამის დედაც გაიგე?ისინი აქ რჩებიან რადგან მე ის მჭირდება და თუ ლიზა არ იქნება აქ მისი ნივთები მაინც აქ დარჩება,რადგან ეს მისი წყეული სახლია-დაუყვირა სახესთან ახლოს გოგო კი ადგილზე გაშეშდა.
-კარგი,მაგ...
-გთხოვ წადი,მარტო მინდა ყოფნა.-მარტო დარჩენის შემდეგ ნიკი ლიზას ოთახში შევიდა.კვლავ იგრძნობოდა პატარა გოგოს ტკბილი სურნელი,კვლავ ჩაესმოდა ნიკს მისი კისკისის ხმა,თუ როგორ იცინოდა და როგორი ბედნიერი იყო როცა ნიკმა ლიზას ტანსაცმლები მოიზომა.წინ უდგება გოგონას ღიმილიანი,ბედნიერებით სავსე სახე,ლამაზი,მწვანე თვალები,რომელიც ნიკს ასე უყვარს,რომელიც ყოველთვის ანათებდა და სითბოს ასხივევდა.ნიკმა ხარბად შეისუნთქა ჰაერი და ოთახს თვალი მოავლო.მალევე შეამჩნია პატარა,თეთრი ფურცელი,რომელიც გადაკეცილი იდო ლიზას საწოლზე.ახლოს მივიდა,ფურცელს ხელი დაავლო და სანამ გაშლიდა ზედ აკოცა,იცოდა,რომ ლიზა მას შეეხებოდა.ქაღალდი გახსნა და ლიზას წერილი დახვდა.მაშინვე კითხვა დაიწყო.
