ნიკი და ლუსი კვლავ მისაღებში სხედან,ოფისის მომდევნო სერიას უყურებენ.ლიზა საერთოდ გადაავიწყდა თავის საყვარელ ადამიანთან ყოფნის დროს.თუმცა მოვიდა დრო,ლუსი სახლში წავიდა.ნიკი მარტო დარჩა და როცა უბრალოდ ფიქრებში იყო გაფანტული მაშინ ამოუტივტივდა ლიზა.მასთან დარეკვა ცადა ერთხელ,ორჯერ,სამჯერ,ოთხჯერ,თუმცა არავინ პასუხობდა.ოდნავ ანერვიულდა.ადგილზე ვერ ისვენებდა ნიკი,ბევრჯერ ცადა ყურადღების გადატანა,თუმცა როცა ეს ვერ შეძლო ლიზას სახლის გზას დაადგა.გაუჩერებლად ურტყამდა კარს მთელი ძალით,მაგრამ არავინ აღებდა.
-ლიზა-გოგოს დაუძახა,მაგრამ პასუხსაც არავინ ცემდა.
-ლიზა-უფრო ხმამაღლა დაიძახა და უფრო მაგრად მიარტყა კარებს ხელი.ანერვიულდა,კარებთან ჩამოჯდა,სიგარეტს მოუკიდა და ლოდინი დაიწყო,იქნებ მოვიდესო.ასე იჯდა დაახლოებით ორი საათი.ამ დროის განმავლობაში ლიზა პარკში დასეირნობდა,მშობლების და ძმის საფლავზეც იყო.ესაუბრებოდა ყველაფერზე მათ.სახლში როცა დაბრუნდა და ნიკი დაინახა ძალიან გაუკვირდა.
-ნიკ?-დაუძახა,ნიკმა უცებ გამოხედა.გოგო რომ დაინახა უვნებელი გულზე მოეშვა,მასთან მივიდა და მოეხვია.ლიზას ესიამოვნა მისი სიახლოვე,მუცელი აუწრიალდა,სითბო იგრძნო და რაც არ უნდა ბანალურად ჟღერდეს პეპლები აფარფატდნენ მუცელში.ნიკი მოშორდა,გოგოს სახე ხელებში მოიქცია და მას აკვირდებოდა.
-ლიზ,სად იყავი საყვარელო?რამდენი გირეკე-ნერვიულად კითხა.ლიზამ ღრმად ამოისუნთქა და თვალები აუცრემლიანდა.ნიკმა ამოიოხრა და ისევ ჩაიხუტა პატარა გოგო.
-კარგი,მოდი შიგნით შევიდეთ-თავი დაუქნია.ლიზა მისაღებში დიდ დივანზე იჯდა,ნიკმა ჩაი გაუკეთა მას და ახლა გვერდი-გვერდ სხედან.
-არ მეტყვი სად იყავი?-კითხა ნიკმა მას შემდეგ რა გოგომ ჩაის დალევა დაასრულა.
-პარკში-მოკლედ მოიჭრა ლიზამ,რაზეც ახალგაზრდა ბიჭმა წარბები შეკრა.
-მარტო პარკში,ამდენი ხანი?
-დედა მამა და რასელიც მოვინახულე-თავი ჩახარა გოგომ და თვალები ერთმანეთს დააჭირა.ნიკმა ამოიოხრა როცა გოგომ ტირილი დაიწყო.
-ჰეი,არ იტირო-ზურგზე მოუსვა ხელი მის გვერდით მჯდომ პატარა ლიზას ნიკმა.
-მეზიზღება ფაქტი თუ როგორი საცოდავი ვარ-ამოიქვითინა გოგომ.
-საცოდავი არ ხარ-შეეწინააღმდეგა ნიკი.
-როგორ არა,სულ მარტო ვარ,17 წლის ვარ და დღე და ღამეს სასაფლაოზე ვატარებ.-სიმწრით ჩაიცინა.
-მისმინე...
-არა,მეზიზღება ჩემი თავი.ნეტა იმ დღეს მანქანაში მეც მოვკვმდარიყავი.-ნიკმა გოგოს თავი მაღლა ააწევინა და კალთაში ჩაისვა.
-ეგ არ თქვა.რაც არ უნდა იყოს შენი თავი არ უნდა გძულდეს.ვინ თქვა რომ მარტო ხარ?არ ხარ მარტო.მე შენთან ვიქნები სადამდეც დაგჭირდები-ლიზამ მას თვალებში ჩახედა.მასთან ახლოს მიიწია და მოეხვია,თავი მკერდზე დაადო და გაინაბა.
-ზუსტად ეს არის პრობლემა,მე მთელი ცხოვრება დამჭირდები შენ კი არც ერთი წამით არ გჭირდები.
