-აგჰ მომბეზრდა-წამოიძახა გოგომ და ტელევიზორი გამორთო.ნიკს გაეცინა და მასზე კოალასავით მოხვეულ გოგოს ღიმილით დახედა.
-შენ თვითონ მთხოვე ეს ფილმი ჩამერთო ლუს-თქვა ნიკმა სიცილით.ლუსიმ წარბშეკრულმა ახედა.
-ვიცი,მაგრამ უკვე მომბეზრდა-დაიბუზღუნა და ტუჩები გადმობურცა.ნიკმა ვეღარ მოითმინა,დაიხარა და ტუჩებზე აკოცა.გოგოც აყვა.დივანზე გადააწვინა და სხეულზე ფერება დაუწყო,თუმცა კარებზე ზარმა ყველაფერი შეაჩერა.
-აგჰჰ-დაიწუწუნა ლუსიმ.ნიკი ფეხზე წამოდგა,კარები გააღო და როდესაც კარებში მომღიმარი ლიზა დაინახა თვალები ლამის გადმოცვივდა.
-ჰეი-მიესალმა გოგო და ყურებამდე გაიღიმა.
-აქ_აქ რას...
-ჰეი ვინ არის?-გამოძახა ლუსიმ.ნიკმა პასუხი არ გასცა.
-ოჰ,სტუმარი გყავს?-შიგნით შეიჭყიტა ლიზა.-კარგია,შენს მეგობარს გავიცნობ-ტაში შემოკრა ლიზამ.ნიკი მას უყურებდა და ფიქრობდა,როგორგ გაეშვა სახლიდან ისე,რომ გული არ სტკენოდა.
-ამმ მისმინე,ახლა ცოტა ცუდ დროს მოხვედი მე...იცი მე...-ლიზა მასთან ახლოს მივიდა და მოეხვია.ნიკი გაჩუმდა,ზედმეტად საყვარელი და მარტოსული იყო რომ სახლიდან გაეგდო.
-კარგი შიგნით შევიდეთ-ლიზამ ღიმილით ახედა ნიკს და სახლში შევიდა.მისაღებ ოთახში ერთად შევიდნენ.ლუსიმ ლიზას დანახვაზე წარბები შეკრა.
-გამრჯობა-მხიარულად მიესალმა გოგო.
-გამარჯობა?-თითქოს იკითხა ლუსიმ და ნიკს გახედა.ელოდებოდა როდის ეტყოდა ვინ იყო ეს გოგო.
-ჰეი ლუსი ეს ლიზაა,ჩემი...-დაიბნა,ახლა დაფიქრდა ვინ იყო ლიზა მისთვის-ის ჩემი მეგობარია.-ლიზამ კოპები შეკრა.-ლიზ ეს კი ლუსია.
-მისი შეყვარებული-ღიმილით უთხრა ლუსიმ ლიზას.ნიკმა გოგოს ფრთხილად გახედა.ლიზა იდგა და ღიმილს არ იშორებდა სახიდან,თუმცა არავინ იცის ახლა მასში რა ხდებოდა.
-ოჰ სასიამოვნოა.-თქვა ლიზამ ღიმილით.ნიკი იდგა და გაკვირვებული შეჰყურებდა ამ ყველაფერს.-მე ხელი შეგიშალეთ არა?ჯობს წავიდე.
-არა არ წახვიდე რა,ისედაც მოვიწყინეთ მარტო.თან გვიანია,ამ დროს სად უნდა წახვიდე-უთხრა ლუსიმ.
-არა არა-ხელები გაასავსავა ლიზამ-აქ ხომ მოვედი,წავალ კიდეც-თქვა და გაიცინა.
-სად წახვალ?-კითხა ნიკმა.ამ დროს კი ლიზამ შეწყვიტა სიცილი სახე მოეღუშა და ჩაფიქრდა.
-ოჰ,სახლში წავალ ალბათ.-თქვა და კვლავ გაიღიმა.-კარგით მეტს აღარ შეგაწუხებთ,მე წავალ.კარგად ლუსი,სასიამოვნო იყო შენი გაცნობა.-უთხრა და გადაეხვია.
-კარგად საყვარელო-გაუღიმა ლუსიმაც.ლიზა სახლიდან გავიდა თუ არა თვალებიდან ცრემლები გადმოსცვივდა,თუმცა ღიმილს არ წყვეტდა.რა თქმა უნდა ის სევდიანია.სულ ფიქრობდა,რომ ნიკი ერთადერთი ადამიანი იყო,ვინც ამ საშინელ,ეგოისტ სამყაროში ყავს,თუმცა ახლა მხოლოდ იმას ტიქრობს,რომ ნიკისთვის ზედმეტი ტვირთია და მასაც უფუჭებს საქმეს.თუნდაც ახლა,ის შეყვარებულთან ერთად კარგ დროს ატარებდა,ლიზა მასთან მივიდა და ეს ყველაფერი ჩაუშხამა.როგორ უნდოდა ახლა წავიდეს,სადმე,ვინმესთან წავიდეს და ყველაფერი ამოაფრქვიოს რაც უნდა რომ თქვას,მაგრამ ასეთი არავინ ყავს.
ნიკის გარდა...
