მია, 24 წლის
მის ასაკში უკვე ძალიან ბევრ წარმატებას მიაღწია. სეულის საუკეთესო ქირურგია. ასევე მიას ძალიან უყვარს სიმღერა და ცეკვა. ყველაზე ცუდი რაცაა, მიას კლაუსტროფობია აქვს და ძალიან მშიშარაა, ამას არ იმჩნევს არასდროს. მისი მომაჯადოვებელი ღიმილი ბევრს არ უნახავს. მხოლოდ მის ძმას. ეს მისი რთული წარსულის დამსახურებაა. პატარაობაში დედა და მამა ხშირად სცემდნენ. თვითონაც ძალიან ხშირად ჩხუბობდნენ. სახლი ნამდვილ სანაგვეს უგავდათ. სასმლის ბოთლები და სიგარეტის ნამწვები ეყარა ყველგან. შუა ღამე, როდესაც ორივეს სასმლისგან გათიშულებს ეძინათ მია მაშინ მეცადინეობდა ხოლმე. ხშირად საჭმელიც არ ქონდათ და მია მშიერს იძინებდა ხოლმე. სუსტ და წვრილ სხეულზე ბევრი შრამი და ჩალურჩება ჰქონდა. ტანჯული ღამეების შემდეგ ნუგეშად მხოლოდ მისი უფროსი ძმა რჩებოდა მინ ჰო, რომელიც მიაზე სამი წლით უფროსი იყო. სახლიდან გამოიქცნენ როცა მინ ჰო თვრამეტის გახდა. მუშაობა დაიწყო ჯეონების ვილაში მძღოლად. მია კი ბატონმა ჯეონმა სკოლაში გაუშვა სასწავლებლად. მია ისე გაიზარდა რომ ბატონი ჯეონის შვილზე ბევრი არაფერი სმენია. ბიჭს ჯონქუქი ერქვა მიაზე ერთი წლით უფროსი იყო. საზღვარგარეთ სწავლობდა. არ იცოდა როგორ გამოიყურებოდა ან როდოს დაბრუნდებოდა. მინ ჰოც სწავლობდა სწავლის პარალელურად. მია და მინ ჰო ერთმანეთისთვის ყველაზე ძვირფასები იყვნენ.
როდესაც მინ ჰომ გადასასვლელად საკმაოდ ფული შეაგროვა პატარა ორ ოთახიანი ბინა იყიდა და ორივე იქ გადავიდნენ. მას შემდეგ სამი წელი გავიდა. ახლა ორივე ძალიან წარმატებულები არიან. უფრო დიდ სახლში გადავიდნენ ზღვის პირას.ესეც თქვენი მინ ჰო.
და აი თვით ბატონი ჯონქუქი, 25 წლის. და ან ძმა არ ყავს. არაფრის ეშინია, მაგრამ რატო შეეშინდება, პირიქით ყველას მისი ეშინია, ის ხომ მაფიის მეფეა. მან მამამისის საქმე გადაიბარა მანამ სანამ უცხოეთში სასწავლებლად წავიდოდა. ბატონი ჯეონი კეთილი პიროვნებაა, მაგრამ სასტიკი მაფიოზი ჯონქუქიც მას გავს, ცივსისხლიანი მკვლელია და ბევრი მტერიც ყავს. ხშირად მოხვედრია საავადმყოფოში ჭრილობების გამო. პიროვნულად უხეში და ბოროტი ჩანს მაგრამ თუ გაიცნობ ძალიან თბილი და მზრუნავია. ეს აქამდე ვერავინ მოახერხა, ვერც მისმა მშობლებმა. მშობლებთან არ აქვს თბილი ურთიერთობა, მაგრამ ისინი მისი მაობლები არიან. მიას შესახებ არაფერი იცის. ჯერ ჯერობით...
YOU ARE READING
🖤Tragic LOVE🖤 (დასრულებული)
Romance"ცოტახანი სიჩუმე იყო, ქუქი ასეთი სევდიანი და დანაღვლებული არასდროს ყოფილა. თითქოს გულში რაღაც ჩასწყდა, მისი სულის ნაწილი მოწყვიტეს, შეიძლება ვერ გადმოსცემს მის ტკივილს, მაგრამ ყველაზე მეტად სტკივა. ქუქი: შეიძლება ვნახო? სიჩუმე ისევ ქუქიმ დაარღვია. ი...