ძალიან გთხოვთ, ვეღარ ვძლებ, მხოლოდ 5 წუთი ვნახავ

361 19 0
                                    


ლიზას pov
მიას ოპერაცია წარმატებით დასრულდა,  რეანიმაციაშია, დაკვირვების ქვეშ. ექიმმა გვითხრა რომ შეიძლება კომიდან ვეღარ გამოვიდეს, ეს დრო შეიძლება რამდენიმე დღე იყოს, რამდენიმე კვირა ან თვე, ყველაზე უარეს შემთხვევაში წელიც კი, ოღონდ ეს არა. ქუქი უკვე პალატაშია,
დღეს დილით გადმოიყვანეს. ჯერ გონს არ მოსულა, სახიფათო აღარაფერია, უბრალოდ მის გამოფხიზლებას უნდა დაველოდოთ. დილიდან ყველა აქ ვართ. გვინდა, რომ როცა ექიმი ნებას დაგვრთავს კორეაში გადავიყვანოთ მია.

ორი დღის შემდეგ*
მე და იუნგი ძალიან დავახლოვდით, წყვილივით ვართ, მაგრამ არც მე და არც მას არ გვდომებია რამე ნაკლები ყოფილიყო ჩვენს შორის. დღესაც ყველა ერთად ვართ ქუქის პალატაში, ექიმმა დაგვირეკა და გვითხრა რომ გონს მოდიოდა.
ჯუნი: ქუქ გაიღვიძე რა, ნუ გვაშინებ, მიაზე ნერვიულობაც გვეყოფა.
ჯუნის სიტყვები თითქოს წამალი ყოფილიყო ქუქისთვის. თითები გაამოძრავა. ჯიმინი მიუახლოვდა და ხელი ჩაჭიდა.
ჯიმინუ: მიდი ქუქ, გამოგივა, გაახილე თვალები.
ნელ ნელა თვალების გახელა დაიწყო. რაღაცას ბოდავდა და თან წრიალებდა
ქუქი: მია.............. მია........ არა, არა, არ დამტოვო
უცბათ წამოხტა და შეშინებულმა ღრმად სუნთქვა დაიწყო.
მის გარშემო დავდექით და შეშინებული სახეები მივიღეთ.
მე: ქუქი, კარგად ხარ?
ქუქი: მია, მია სად არის?
თეჰი: ჯერ დაწყნარდი, არ შეიძლება ნერვიულობა.
ქუქი: არ მადარდებს ჩემი თავი, მია, მია...
ცრემლები გადმოცვივდა,
ქუქი: გთხოვთ მითხარით, სად არის? როგორ არის? რა დაემართა? იქიდან როგორ გამოვედით?
ჯინი მიუახლოვდა და ბალიშზე მიაყუდა
ჯინი: დაწყნარდი გთხოვ, მოგიყვებით ოღონდ დამშვიდდი, ცრემლებით ვერაფერს უშველი.
ჰობი: რაც შენ გაითიშე მას შემდეგ, დაცვა მოვკალით, ჯეიკმა შენ დაგიმიზნა იარაღი და თქვა რომ თუ არ დავყრიდით იარაღს მოგკლავდა, დავყარეთ იარაღი მაგრამ მან მაინც გაისროლა, წინ მია გადაგიდგა და ტყვია მას მოხვდა. აქ მოყვანის შემდეგ ოპერაცია გაგიკეთეს ორივეს, მია.....
ცოტახანი გაჩერდა
ჯისუ: სისხლი ჭირდებოდა, მაგრამ ვერ ვშოულობდით, მეოთხე ჯგუფის სისხლი არავის არ ჰქონდა, ყველანაირი იმედები გადაგვეწურა, ყოველ წუთას უარესად ხდებოდა, ბოლოს სისხლი ვიშოვეთ. ახლა რეანიმაციაშია, ექიმმა გვითხრა, რომ შეიძლება კომიდან ვერ გამოვიდეს....
ქუქუ გაშეშდა, სიტყვას ვეღარ ამბობდა.
ქუქი: ის...ის... მია ჩემს გამო... ღმერთო ჩემი პატარა, ახლა სადაა? მინდა ვნახო
ისტერიულად ტიროდა, გულზე ხელს უცნაურად ისმევდა, სუნთქვა გაურთულდა, გაწითლდა,
როზე: ექიმს დაუძახეთ სასწრაფოდ, პანიკური შეტევა აქვს
საწოლის ზემოთ ღილაკს ხელე მივაჭირე. ექიმი შემოვარდა, ჩვენ გარეთ გამოვედით. 30 წუთი გავიდა. ექიმი გამოდის
მინ ჰო: რა ჭირს?
ექიმი: პანიკური შეტევა დაემართა, არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება მისი ნერვიულობა, ზედმეტი დატვირთვა აღმოჩნდა ეს მისთვის, ეს კიდევ თუ განმეორდა ვეღარ გაუძლებს, ხომ გესმით არ ანერვიულოთ. ახლა კი დაისვენოს.
ჩვენ მასთან აღარ შევსულვართ.
იმ დღეს სახლში წამოვედით.

🖤Tragic LOVE🖤  (დასრულებული)Where stories live. Discover now