ერთი კვირის შემდეგ*
მიას pov
ერთი კვირაა აქ ვართ, ყველაფერი რაც აქამდე ვნახე ძალიან მომეწონა, დღეს ყველა სანაპიროზე მივდივართ სასეირნოდ და თან პარკშიც უნდა გავიდეთ.
სანაპიროზე ბევრი ვირბინეთ და გავერთეთ, დაღლილებმა გადავწყვიტეთ პარკში გასეირნება და ნაყინის ჭამა.
ნაყინის საყიდლად მე, როზე და ლიზა წავედით, გოგოები კი შეყვარებულებს ვერ მოვწყვიტეთ.
სანამ ნაყინის საყიდელ რიგში ვიდექით, ისეთი ვიღაც ვნახე ვისი დანახვაც ნამდვილად არ მინდოდა, ვხედავდი "ის" როგორ მიახლოვდებოდა, მე სად გავქცეულიყავი არ ვიცოდი, ბოროტულად მიყურებდა და ოდნავ გვერდულად იღიმოდა, მინდოდა ამ წამს ფეხქვეშ მიწა გამსკდომოდა და თან ჩავეტანე, მომიახლოვდა, ჩვენს წინ დადგა და მიყურებდა, ხელი აწია და თმები ყურს უკან გადამიწია, ჩემი სითამამე სიკვდილის შიშმა შეცვალა, თავი დახრილი მქონდა, გოგონები კი გაკვირვებისგან კითხვის ნიშნის სახით მიყურებდნენ,
ლიზა: მია ვინ არის ეს ბიჭი?
მე: ...
როზე: მია რა ხდება? სახეზე ფერი არ გადევს
პასუხს ვერ ვცემდი, მათი ლაპარაკიც არ მესმოდა, ის დაიხარა და ყურში რაღაც ჩამჩურჩულა, როცა უკან დახია და წავიდა, მე მუხლებზე დავეცი და ტირილი დავიწყე,
ლიზა: ახლა მაინც გვითხარი ვინ იყო და რა გითხრა ასეთი,
როზე ამ დროს ბიჭებთან დასაძახებლად იყო წასული,
მე სიტყვას ვერ ვამბობდი, უბრალოდ ლიზას მკლავებში ისტერიულად ვტიროდი,
მალე დავინახე ბიჭები რომლებიც ჩვენსკენ მორბოდნენ, ქუქი რაღათქმა უნდა წინ მორბოდა, მომიახლოვდა და მუხლებზე დაეცა, სახეზე ხელები დამადო,
ქუქი: მია, მია რა მოხდა? კარგად ხარ?
მე: ქუქ მეშინია
მე მის მკლავებში მომაქცია და მე უფრო ავქვითინდი,
ქუქი: ნუ გეშინია, მე აქ ვარ
მე: ის, ის აქ არის———————————————————————— თქვენი აზრით ვინ არის "ის"?
YOU ARE READING
🖤Tragic LOVE🖤 (დასრულებული)
Romansa"ცოტახანი სიჩუმე იყო, ქუქი ასეთი სევდიანი და დანაღვლებული არასდროს ყოფილა. თითქოს გულში რაღაც ჩასწყდა, მისი სულის ნაწილი მოწყვიტეს, შეიძლება ვერ გადმოსცემს მის ტკივილს, მაგრამ ყველაზე მეტად სტკივა. ქუქი: შეიძლება ვნახო? სიჩუმე ისევ ქუქიმ დაარღვია. ი...