🖤31

137 19 40
                                    

შეშინებული შეჰყურებს მეგობრის დასუსტებულ სხეულს,
-თე.კარგად ხარ ..თე-ბიჭს მკლავებში წვდება და ცდილობს იმ ერთ ამოუცნობ წერტილს მოაშოროს თვალებით რომ ხვრეტს
-ჩიმ ისევ რაღაც ხილვა მქონდა-ჩამწყდარი ხმით ამოილაპარაკა ომეგამ-ჩემს ოთახში ვიყავი უეცრად კი საერთოდ გაქრა ,ვერაფერს ვხედავდი ვიღაც მიახლოვდებოდა მაგრამ არ ვიცი ვინ,ჩიმმ უნდა ვიჩქარო მხოლოდ ერთ რამეზე ვფიქრობ ჩემი მშობლები საფრთხეშია..
-ხელი მომეცი -ოთახში შემოვარდნილმა ალფამ ძლიერად ჩასჭიდა მტევნები
-რა ..რას აკეთებბ-გაოგნდა ომეგა როცა ბიჭის ხელებზე გამოხარული ძარღვები შავად შეიღება
-შენს ნეგატივს ვიღებ,ასე შეძლებ მედიტაციას,..ახლა მიდი თვალები დახუჭე-ომეგა დაემორჩილა თვალები მინაბა და წამებში გაითიშა,საწოლზე ჩამომჯდარი ბიჭი მომღიმარი შესცქეროდა სანახაობას. ამაყი იყო ..კი ამწამს ამაყი და ბედნიერი იყო.ეს პატარა არსება მისთვის ძმაზე მეტი იყო ყოველთვის ,ყოველთვის ნატრობდა ასეთი ბედნიერი ენახა ის და აი ამწამს უბედნიერესია. სხეული უთბება როცა თავის პირველ სიყვარულს შესცქერის.ყოველთვის იცოდ აეს გრძნობა ცალმხრივი იყო და არასდროს ექნებოდა რაიმე მომავალი, ამიტომაც ჩაიკლა გულში ,,ამიტომაც მიიღო თავის ძმად და ამიტომაც უჭირდა ვამპირისთვის ებოძებინა აქამდე საგულდაგულოდ ჩაკეტილი კარის გასაღები, თუმცა ბედნიერია და არც ერთი წამით ნანობს ამ საოცარი ომეგის სიყვარულს,პირიქით ამაყია.უდაოდ ამაყი.
------------------------------------------------------------
-ძვირფასო შენს სიტყვებზე ბევრი ვიფიქრე- არსაიდან დაიწყო საუბარი ომეგამ
-მიხარია ამის მოსმენა ჯინ-თბილად უღიმის თავისი ნაჩვრეტებით ლოყებზე
-მოდი ბიჭებს არაფერი ვუთხრათ ჰობი წავიყვანოთ და ცოტახანს თვალი ვადევნოთ ,თუ საეჭვო არაფერი მოხდება შევეშვათ
-კარგი აზრია, ვხვდები თითქოს გვეხმარება სონო, მაგრამ თან საკმაოდ უცნაური მოხუცია,ვერ დავმშვიდდები სანამ არ დავამტკიცებ მის სანდოობას
-გეთანხმები, -ბიჭებმა სახლი დატოვეს ალფამ თან ძმასაც შეატყობინა და გზას გაუდგნენ, ადგილს ფრთხილად მიუახლოვდნენ, მოშორებით დადგნენ ,რომ ვერავის შეემჩნია მანქანა, სადღაც 3საათი უცქერდნენ ერთი დაიმავე სიტუაცია,კაცი ხან სახლის წინ მომლათდებოდა წიგნითა და ცხვირზე დასკუპული სათვალით ხანაც სახლში დაფუსფუსებდა,უკვე დაღლილნი და ძალა გამოცლილნი წამოსვლას აპირებდნენ ,როცა ხმაური მოესმათ შინიდან, მაშინვე შევვარდნენ სანახაობამ კი გააოცა ისინი, სამი უცნაურ სამოსში გამოწყობილი ნიღბიანი პიროვნება გარს ეხვია თვალებ აბრილებულ ,მძიმედ მსუნთქავ მოხუცს
-აქ რა ხდება-გაისმა ალფის ღრიალი ,მაშინვე მიიქცია ყურადღება
-ღმერთო რა ბედზე მოხვედით ,-კაცს თვალები გაუნათდა მაშინვე უკან ამოიყენა ომეგამ,ბიჭები კი წინ დაუდგნენ
-ვინ ხართ და რაგინდათ-ისევ მკაცრად და შემაშინებლად გაისმა ალფას ღრიალი
-დოიმონის ხალხია, -განაცხადა მოხუცმა
-საიდან იცით-ჰობიმ პასუხს მოუთმენლად დაელოდა
-მათი კულონებით ,ამითი მართავს მათ ,თითქოს ხიდია მათ შორის
-გასაგებია-ამჯერად მთელი შემართებით დაიღრიალა ნამჯუნმა ,წამებში გარდაიქმნა და სამი სხეული ერთბაშად მისცვივდნენ, ბიჭებს რთული ბრძოლა მოუწიათ ,მაგრამ საბოლოოდ ძალაგამოცლილი, დაჭრილი, ტყვებით ,დაბრუნდნენ შინ ,ომეგამ განაცხადა რახან ერთხელ მოაკითხეს არც შემდეგაა გასაკვირიო და მოხუციც თან წამოიყვანა.სახლში შესულთ გაოგნებული შეხვდნენ ბიჭები ,ომეგამ ყველა მწარედ დატუქსა ,როგორ არაფერი შეგვატყობინეთო,საბოლოოდ კი გადაწყვიტა ბაბუა თავისთან დაეტოვებინა ,ტყვეები კი უხუცესმა სპეცილაურ საკანში გამოამწყვდია დასაკითხად.
------------------
ინვალიდის ეტლში მოთავსებული ქალი ,დიდი ინტერესით შეჰყურებს ტელევიზორიდან მომზირალ სანახაობას,აწ უკვე გამოფხიზლებული კაცი კი სავარძელზე ჯდება
-ლიზა აქ არავინაა რატომ განაგრძობ მაგ სავარძელში ყოფნას-მომლოდინედ შესცქერის ქალს
-სიფრთხილეს თავი არ სტკივა აზატ ,თეს საფრთხეს ვერ შევუქმნი ,მას დაველოდებით იპივის გზას რომ თავისთან წაგვიყვანოს,ის დამპირდა-ღიმილით შესცქერის თაროზე შემოდებილ ფოტოს,კაცმა მძიმედ ჩაისუნთქა ქალს არ გამორჩენია ამღვრეული თვალები-ნუ დარდობ აზატ ის დაბრუნდება ,
-არ ვდარდობ მაგ ლაწირაკის გამო რატომ ვიდარდებ-ამაყად განაცხადა
-გგონია ვერ ვატყობ რაც ის წავიდა ერთი წვეთი აღარ დაგილევია,
-კარგი ხო ,შენ ვერ მოგატყუებ მაინც ,მომენატრა ეგ საზიზღარი -უეცრად დაფიქრდა რაც თქვა-მომენატრა არა ის ..უბრალოდ ის რომ წაბრძანდა ვინ მოგვხედავდა .ხოდ ამეც იძულებული გავხდი
-შეგახსენებ რომ მართლა ინვალიდი არ ვარ-ღიმილით ეუბნება ქალი ,კიდევ რაღაცის თქას აპირებდ აროცა კარის ხმა შემოესმათ, მალევე კი ხედავს როგორ გარბის აბღავლებული კაცი ,ფართოდ ღია კარებში მდგომი შვილისკენ და ხელში აფრიალებს
-თეჰიი ...ჩემო ბიჭო..-ძლიერად ეკვრის შვილის საამურ სურნელს თმიდან რომ იღვრება მის ნესტოებში კოცნის და ლამის ხელში მოსრისოს
-გამოუშვი ჩემი პატარა ლამის გადაყლაპე-ახითხითებული აშორებს ბიჭს და თავადაც გულში იკრავს..

---------

ესეც ასეე😅😅😅😅

მხოლოდ შენ 1 ნაწილი (დასრულებული)Tempat cerita menjadi hidup. Temukan sekarang