ჩემი თვითფრინავი ახლახანს დაეშვა. კიბებზე ჩამოვედი, დაღლილ-დაქანცული ჩემოდნებით ხელში. თვალებით ვიღაცას ვეძებდი.
-მინააა! აქეთ! მარჯვნივ! - მეძახის.
-ააა, ჰანაააა! როგორ მომენატრე. ჩემო გოგო. - ჩემოდნებით ხელში მისკენ მივრბივარ.
ჩემოდნები ძირს დავყარე და გადავეხვიე.
-ჩემო გოგო როგორ ხარ ?
-შენ ? - ვუღიმი მინას და თან ლოყაზე ვეფერები. ის ჩემი საუკეთესო მეგობარია, უბრალოდ მე 2 წელი საზღვარგარეთ მომიწია წასვლა და დღეს ჩამოვედი კორეაში.
-ოჰჰ კორეავ. ვამბობ ჩემთვის ჩურჩულით.
-წამოდი შენთან წავიდეთ სახლში. როგორც დაგპირდი სახლი დავალაგებინე დამლაგებელს და შენი გამოგზავნილი ფულიც გადავუხადე.
-გმდლობ ჩემო ძვირფასო, შენ რომ არა არვიცი რას ვიზვდი.
შავ მანქანაში ჩავსხედით და ჩემი სახლიკენ წავედით.
ძალიან მომენატრა ჩემი ქვეყანა.
მე 21 წლის კიმ მინა ვარ, მარტო ვცხოვრობ, ჩემი მშობლები ტრაგიკული შემთხვევის დროს დაიღუპნენ. არც ისე, მაგრამ საინტერესო ცხოვრება მაქვს. ჩემი მეგობარი ჰანა 20 წლისაა, საყვარელი გოგოა და მხიარული, ჩემი ერთადერთი ახლო ადამიანი. -
-სახლი, ტკბილი სახლი! ესაა რაც ყველაზე მეტად მინდოდა... მინდოდა, რომ ჩემს სახლში ვყოფილიყავი, გერმანიაში რომელ სახლში ვიყავი საშინელება იყო, ბინძური ან რამე არ იყო უბრალოდ, არასასიამოვნო სახლი იყო.
-არაუშავს ახლა აქ ხარ, შენს საკუთარ სახლში.- მიცინის ჰანა.
-დავისვენებ და მერე სადმე გასართობად წასვლაზე რას იტყვი ? - ვეკითხები ჰანას.
-მჰჰ, საინტერესოდ ჟღერს. კარგი, მე ეხლა წავედი, საღამოს 8 ზე გამოგივლი და მაგარ ბარში წაგიყვან.
-კარგიიიი. - მოვეხვიე, ბევრი ჩავკოცნე და გავუშვი.
"მიდი მინა ახლა დაისვენე" ჩავძახი თავს და აბაზანაში შევდივარ.
