ჯიმინი თავის კაბინეტში საბუთებს აწესრიგებდა. კარზე დააკაკუნეს.
-შემოდი... ნამჯუნ შენ ხარ ?
-სალაპარაკო მაქვს.
-გისმენ, რაზე გინდა საუბარი ?
-მინაზე.
ჯიმინმა საბუთებიდან თავი ამოყო და კალამი მაგიდაზე დადო.
-მინაზე რატომ უნდა ვილაპარაკოთ? მკაცრი მზერით ეკითხება.
-საწყალ გოგოს ისეთი არაფერი დაუშავებია, რომ შენს კლანჭებში გყავს. იცი შენი ყვირილი პირველ სართულზე ისმოდა. მგონი ზედმეტად ბევრი წესები გაქვს.
-ჰანამ გამოგგზავნა თუ შენით მოხვედი?
-ორივე, ჰანა საკუთარ მეგობარზე ღელავს მე კი მომავალ 'რძალზე'.
-არ იღელვოთ კარგად იქნება, 1 კვირაში ქორწილია.
-გინდა, რომ ნამდვილად შენი ცოლი გახდეს ? თუ უბრალოდ გაბრაზეულზე თქვი ?
-მინდა. მოდი ჯუნ აქ დავასრულოთ საქმეები მაქვს.
-ნახვამდის.
ჯუნი კაბინეტიდან გავიდა. ჯიმინს კი ფიქრები აწუხებდა თუ რატომ ექცევა მინას ასე მკაცრად, მაგრამ არ ნანობს თავის საქციელს. შეიძლება ითქვას მინას ცრემლები ვერ აუტანია. ტყავის სავარძლიდან წამოდგა და თავის ოთახში შევიდა. მძინარა მინას გვერძე მიუწვა, უყურებდა და ტკბებოდა მისი სილამაზით, ლოყები, ტუჩები, თვალები... ყველაფერი სურდა მინასი. მიიხუტა, მინა შეიშმუშნა მაგრამ არ გამოღვიძებია. ჯიმინმა მისი სურნელი შეიგრძნო და სიზმრებს მიეცა.
2 საათის შემდეგ;
-რასაყვარლად ძინავთ არა ? ჯონგუკი ჯუნს უყურებს და ეკითხება.
-გეთანხმები. თავს უქნევს ჯუნი.
ისინი ჩუმად იუყურებოდნენ ჯიმინის ოთახში.
მინას ხმაურზე გამოეღვიძა, ჯონგუკმა და ჯუნმა კარები სწრაფად დაკეტეს და ოთახს გაეცალნენ.