-ვინ გითხრა რომ შენთან ერთად მოვცდივარ?! ჯიმინს მინამ საუბარი გააწყვეტინა. 

ჯიმინი შემოტრიალდა და დამცინავი სახით გახედა მინას. 

-ძვირფასო მე არ მიკითხავს მე ვთქვი დაცვა გარეთ დაგელოდებათქო სანამ არ გამოხვალ იქამდე. შემდეგ კი ჩემთან წამოხვალ. 

-ნაბიჭვარო, ნაძირალა, დამპალო, საზიზღარო მთელ კორეაში ყველაზე მეტად ვერ გიტან ჯიმინ, ვერა გესმის ?! 

ჯიმინმა პასუხი არ დაუბრუნა და საწყობიდან გავიდა. 

-ნაბიჭვარი. მინა სიტყვებს ვერ პოულობდა როგორ გაელანძღა ან ეხლა რა გაეკეთებინა დაცვა გასასვლელს არ აძლევდა. ოჰ, ჰანაც იმათ ჰყავთ რამე არ უქნან უნდა წავიდე. მინა 100% - ით იყო დარწმუნებული რომ ჯიმინთან არ წავიდოდა მაგრამ მეგობარს გაასაჭირში ვერ მიატოვებდა. 

-ქალბატონო მინა წავიდეთ ბატონი ჯიმინი მანქანაში გელოდებათ. 

-ქალბატონოთი არ მომმართო, ტოლები უნდა ვიყოთ, ასე თავს ცუდად ვგრძნობ.

-მაგრამ ეს ბატონი ჯიმინის ბრძანებაა ვწუხვარ. 

-ბატონი ჯიმინი და მისი ბრძანებები. თავისთვის ჩაილაპარაკა და მანქანაში ჯიმინის გვერძე დაიკავა ადგილი. 

20 წუთი ხმა არცერთს არ ამოუღია ჯიმინი პლანშეტში რაღაცას აკეთებდა. ბოლოს მინამ ვეღარ მოითმინა და ჰკითხა:

-ჰანა სად არის ? 

-ბიჭებთან ერთად ჩემთან სახლში. მშვიდად უპასუხა ჯიმინმა და თან მომღიმარი სახით გახედა. 

-გაფრთხილებ რამე, რომ დამმართონ ჩემს მეგობარს ყველას ერთად ამოგხოცავთ. 

ჯიმინი მინასკენ გაიწია.

-არაფერს გაუკეთებენ აი ნახავ. ლოყაზე აპირებდა მინასთვის კოცნას მაგრამ მინამ თავი ფანჯრისკენ უხეშად მიატრიალა და აღარც ჯიმინს უკოცნია.

-თავს დიდხანს ვერ ამარიდებ მინა. 

მინას პაუხი არ ჰქონია, მაგრამ მისი ცრემლებით ფანჯრის მინა დაიორთქლა. 

"უცნობის შეყვარება?"Where stories live. Discover now