მეორე დღეს ჯონგუკისა და ნამჯუნის გარდა სახლში კლუბიდან ყველა მთვრალი დაბრუნდა. მკვდრებივით ეძინათ ლოთებს. ჯიმინსა და მინას უკვე გაეღვიძათ, ორონდ მინამ როდესაც გაიღვიძა ჯიმინი სახლში არ დახვდა. სამზარეულოში მინა, მზარეულის გაკეთებულ ბლინებს მიირთმევდა, რომ მორჩა ჰანას ააკითხა ოთახში.
-ჰანა გაიღვიძე, სასწრაფო საქმე მაქვს. გთხოვ, იცოდე მერე აღარ გეტყვი. - მინა ჰანას აჯანჯღარებდა. - ჰანააა! ადექი გთხოვ.
-რა გინდა ? ვერ ხედავ რა ტკბილად მძინავს ? ასეთი რა უნდა მითხრა ? - თვალებდახუჭულმა აწია თავი ჰანამ.
-ჯიმინს ეხება და ასევე მეც.
-რამოხდა ? იჩხუბეთ ? რამე დაგიშავა ? ყველაფერი მითხარი! - წამოხტა ლოგინიდან ჰანა.
-არა. კარგი ახლა მომისმინე და იცოდე ჭკუის დარიგება არ დამიწყო, თორემ არაფერს გეტყვი. - ჰანამ საპასუხოდ თავი დაუქნია. - მოკლედ, გუშინ ჯიმინს ვუთხარი, რომ 'მიყვარს' მაგრამ, სინამდვილეში ყველაფერი უკუღმაა. არ მიყვარს, უბრალოდ ეს იმიტომ ვუთხარი რომ თავი ავარიდო ქორწილს. არაფერი თქვა. ჯერ მან მითხრა, რომ ვუყვარვარ და უნდა, რომ მასთან ვიყო. არ მიყვარს ჰანა, ქორწილიდან უნდა გავიქცე.
ჰანა მართლა ჩუმად და პირღია უსმენდა მინას.
-ახლა რამე თქვი თორემ ვიფიქრებ, რომ მხარს არ...
-დიახ, იფიქრო კი არა ნამდვილად არ გიჭერ მხარს! სასტიკად წინააღმდეგი ვარ ამ ყველაფრის. მინა რომ გაიქცე წასვლას სად აპირებ ? შენ გგონია დაიმალები და მორჩა ? ნუ მაცინებ მინა! ცხვოვრება მოგბეზრდა ? რომ გაიქცევი ეგ ხომ ძალიან საშინელება იქნება? ჯიმინი, გამწარდება რომ მოატყუე ვითომ გიყვარს. ნუ ტირი, გთხოვ ოღონდ არ იტირო, ხომ კარგად იცი, რომ ტირილი საქმეს არ უშველის ?
-ვიცი... მაგრამ, თავი მოვიკლა, რომ არ მიყვარს ? მგონი გამოსავალი ეგაა. ახლა თავის მოკვლა ჯობს ვიდრე ჯიმინთან ცხოვრება.