-ჯიმინ..

-ჰმ, გისმენ. - მშვიდი ხმით უპასუხა. 

ალბათ მხოლოდ 5 წუთი იყო სიჩუმე, ერთმანეთს უყურებდნენ. იმ მომენტში მინას უამრავი რამ ამოუტივტივდა თავში, გაქცევევა და ყველაფრის დაკარგვა კორეაში თუ ჯიმინს დამორჩილებოდა არ იცოდა. 

-მინა ცუდად ხარ ? რა გავაკეთო, რომ ასეთ უბედურს არ გხედავდე, ვცდილობ ყველანაირად, მართლა ყველანაირად ვცდილობ ცუდად არ გრძნობდე თავს. ჩემს მდგობარეობაში.. რატომ არ შედიხარ ? 

მინას ცრემლები წამოუვიდა, ლოგინიდან წამოიწია და თავი ჯიმინის საპირისპიროდ მიატრიალა. არ უნდოდა ჯიმინისთვის მისი ტირილი ენახებინა. 

-მინა შემომხედე. - ჯიმინი ლოგინზე ჩამოჯდა მინას პირდაპირ. - ტირი ? რატომ ? რატომ ტირი? - მისი ცრემლები მაინც დაინახა. 

-ჯიმინ... - ჩამწყდარი ხმით დაიწყო მინამ ლაპარაკი. - ჯიმინ მე უბრალოდ აქ ყოფნა არ მომწონს... აქედან წასვლა მინდა. 

ჯიმინს გამომეტყველება სულ მთლად შეეცვალა, ვეღარ ინძრეოდა. 

-არ თქვა! არც კი გაბედო და ეგ არ თქვა. ზეგ ქორწილია ხომ იცი? ჩვენი ქორწილია, ჩვენი. ბიჭები ამ სახლიდან გადასვლას აპირებენ ქორწილამდე, ამ სახლში მარტო მე და შენ ვიცხოვრებთ.. მერე იქნებ შვილებიც გვეყოლოს, იქნებ არა, უნდა გვეყოლოს. 

-არ მინდა... შენთან ცხოვრება. არც შვილები, არაფერი არ მინდა შენთან. 

-მე მინდა! მე მინდა მინა, მე.. მე მინდა, ხომ გაიგე ? მე!  - ჯიმინმა ბოლო ხმაზე ყვირილი დაიწყო. მინას შეეშინდა და ტირილი დაიწყო. 

-ნუ, ნუ ტირი, მაპატიე, გთხოვ მაპატიე. - მინასთან ჩახუტებას ცდილობდა მაგრამ, მინა ხელებს ურტყავდა. ახლა მკლავებით დაიჭირა მინა. 

-მიყვარხარ! - ბოლო ხმაზე უყვირა. მინამ ფართხალი შეწყვიტა და ჯიმინს შეხედა. 

ჯიმინს ცრემლები წამოუვიდა, ცდილობდა შეეკავებინა მაგრამ, არ გამოსდიოდა. 

-მიყვარხარ მინა, ჩემთან მინდა იყო, ძალიან მიყვარხარ, შემიყვარდი. თავიდან საერთოდ არც კი მადარდებდი უბრალოდ შენი წვალება მომწონდა მაგრამ, ამ ბოლოს რაც ქორწილი მოვიგონე მის მერე რაღაცნაირი... რაღაცნაირად ვარ. 

-ჯიმინ, რომ გიყვარდე ასე დამტანჯავდი? 

-ხომ მაგრამ, შენ ჩემგან წასვლა გინდა, ჩემი რატომ გეშინია? უბრალოდ ვერ ვიტან იმ ფაქტს რომ გეზიზღები, მეც მინდა შენგან იმავეს ვგრძნობდე რასაც მე შენს მიმართ ვგრძნობ. საპასუხოდ კი მხოლოდ ზიზღს ვიღებ, რატომ ? ვცდილობ თავი კარგად გაგრძნობინო მაგრამ, შენ მაინც წასვლა გინდა. 

-უცნობის შეყვარება ? სასაცილოა, მეცინება. თავიდან ვფიქრობდი, როგორ ? როგორ შევიყვარო ადამიანი რომელსაც არც კი ვიცნობ მაგრამ, ბოლოს მოვიფიქრე, რომ აქედან წასვლა ყველაზე კარგი არჩევანია. მე შენ როგორ უნდა მიყვარდე ? არ შეიძლება! მეც ვერ ვიტან იმ ფაქტს, რომ შეიძლება მიყვარდე, მეშინია შენი შეყვარება. 

-რატომ მინა ? თქვი, რომ გიყვარვარ, მიდი თქვი ! - ჯიმინი გაცეცხლებული იყო, ვეღარც ტიროდა, ვეღარც იცინოდა, ვერაფერს აკეთებდა ყვირილის მეტს.

-ჯიმინ... - ჯიმინმა მინას წინადადება არ დაასრულებინა, რომ სულ უეცრად აკოცა ტუჩებში,  კი თქვა ქორწილამდე არაო მაგრამ, ახლა ისე იყო, მინას მეტი არავინ და არაფერი უნდოდა. მინა ცდილობდა არ აყოლოდა მაგრამ, ვერც მან შეძლო და აყვა. იქამდე იყვნენ ასე სანამ ჰაერი არ გამოელიათ. 

-ჯიმინ... მე არვიცი რა დამემართა, უბრალოდ...

-ხომ ხედავ მინა ? ხომ ხედავ და ძალიან კარგადაც იცი რომ გიყვარვარ თქვი მიდი, მიდი პატარავ თქვი..

-ხო, მიყვარხარ პარკ ჯიმინ! - ახლა მინამ იყვირა და თან კიდევ ბევრი ცრემლი ჩამოუგორდა სახეზე. 

ჯიმინი გაოცებული იყო, არ ელოდა, რომ მართლა იტყოდა მინა 'მიყვარხარ'-ს. 

-მიყვარხარ უზომოდ პარკ ჯიმინ.

-მეც მიყვარხარ უზომოდ კიმ მინა. 

ახლა მინამ აკოცა ჯიმინის ლამაზ ტუჩებს, რომ მორჩნენ ჯიმინი მინას ძლიერად ჩაეხუტა და თავზე ეფერებოდა. 

-მეძინება. - უთხრა მინამ. 

-ხო და დავიძინოთ. 

მინა და ჯიმინი ჩახუტებულები ჩაწვნენ ლოგინში და ტკბილ ძილს მიეცნენ.

"უცნობის შეყვარება?"Where stories live. Discover now