ბიჭები და გოგოები უკვე პარკში არიან, მინა წუწუნებს, რომ ეშმაკის ბორბალზე არ უნდა რადგან სიმაღლის შიში აქვს, ჰანა კი ეუბნება, რომ ჯიმინი 'დაიცავს'.
-ძვირფასო ნუ ნერვიულობ მე შენთან ვარ. ახლა ავიდეთ თორე გვიანდება.
-ჯიმინ, მე დაბლა დავრჩები თქვენ ადით. - მაინც წუწუნს აგრძელებს.
-კარგი, მეც დავრჩები მარტო ვერ დაგტოვებ. ესენი ავიდნენ ჩვენ კი სხვა რამით გავერთოთ. - გაიცინა.
მინას თვალები გაუფართოვდა და იკითხა:
-მარტო ჩვენ ორი ? სულ სულ მარტო ? - ჯიმინმა საპასუხოდ თავი დაუქნია. - არა მოდი ეშმაკის ბორბალზე ავიდეთ, აღარ მეშინია. - დაიკრიჭა.
-მოიცა ახლა ამან რა იფიქრა ? - კითხულობს ჯონგუკი. - ჯიმინმა სხვა ატრაქციონები იგულისხმა და ამან საერთოდ სხვა რამე იფიქრა. - ჯონგუკმა ეს, რომ თქვა ჯიმინი მასთან მივიდა და თავში ხელი წამოარტყა.
-ჯონგუკა, ჯერ შენ პატარა ხარ მსგავსი რამეების სათქმელად, თანაც ეგ მე ვიცი რაც ვიგულისხმე. - ირონიულად ჩაიცინა.
-არა! ასეთი შტერები როგორ ხართ ეგ სულაც არ მიფიქრია. - გაბრაზდა მინა. - წავიდეთ.
ჰანა მინასთან მივიდა.
-ჩვენ ორი წთ მოგვეცით ცალკე მინდა რაღაც ვუთხრა. დაგველოდეთ. - ჰანამ მინას მაჯაში ჩაავლო ხელი და ცალკე გაიყვანა.
-მინა ამის დრო არაა მაგრამ, ხომ ხედავ ჯიმინი რა თბილად და საყვარლად გეცევა? უყვარხარ და დარჩენა რატომ არ გინდა ?
-ჰანა გადავწყვიტე დავრჩე ოღონდ იმიტომ არა რომ რაიმე გრძნობები მაქვს, ცხოვრების არევ დარევა არ მინდა. - ,,მაპატიე მეგობარო, ტყულის თქმა მიწევს რადგან გვერდში არ მიდგახარ და მე არ მინდა მასთან" გაიფიქრა თავისთვის. - წასვლის დროა, გველოდებიან.
-მინა...
-გისმენ.
-ძალიან მომწონს შენი გადაწყვეტილება, ძალიან მიყვარხარ.