თავი 1

531 43 12
                                    

-მერამდენედ უკვე, მიპასუხე მერამდენედ? - ცოტა ეკლო ჩემს უფროსს რომ ტელეფონიდან გამომძვრალიყო.

- ბოდიშით უფროსო, უბრალოდ მაღვიძარამ არ დარეკა.- ისევ ეს ტყუილი.

- და მე რავქნა, შენი პრობლემაა...იცი მაინც რამდენი გაუხსნელი საქმე დაგვიგროვდა, თუ შენ აპირებ რომ ის დრო, რომელიც გამოძიებას უნდა დაუთმო უბრალოდ ძილში გაატარო, მაშინ მოგიწევს უმუშევარი დარჩე!

- არა , ბატონო ჩანგ, მეტჯერ აღარ განმეორდება, გპირდებით! - საწოლიდან ჩქარა ჩამოვდექი და კარადას მივაწყდი ისე, რომ ტელეფონი ყურიდან არ მომიშორებია.

- აღარ განმეორდება, აღარ კი-არა ვეღარ! - სატელეფონო საუბარი გაწყდა.

ჯანდაბა, ასეთი რა დავაშავე,რომ ასეთი უფროსი მყავს?! მეც კაი დებილი ვარ, რომელი სულელი ირჩევს პროფესიას აიქიუს მიხედვით, მერე რა, რომ მაღალი აიქიუ მაქვს შემეძლო უბრალოდ სამედიცინოზე ჩამებარებინა ან , არვიცი რაღაც უფრო განსხვავებულზე.

კარადიდან მაღალწელიანი შავი ფერის ჯინსი და ასევე შავი ფერის პერანგი გამოვიღე და ჩავიცვი, თმაც უბრალოდ შევიკარი და სახლიდან პოლიციის განყოფილებისკენ ავიღე გეზი .

განყოფილებაში შესვლის თანავე მომაწყდა ჯეკი, და ახალი დანაშაული მახარა.
- ნუნა, ახლოს მდებარე რაიონში გატაცება მოხდა, ამბობენ რომ გოგონა ერთ შეშლილს ყვარებია და შესაძლებელია, რომ მისი ხელი ურევიაო.- რაღაც საბუთები მომაჩეჩა.
-  ჯეკ, ამ წამს წყდება საქმე, ამ საქმეს მე გავხსნი თუ ვიღაც ჩემზე უკეთესი.- საბუთები დავუბრუნე და უფროსის კაბინეტში შევედი.

- აქ რას აკეთებ, რატომ არ გძინავს?- ირონიით სავსე სიტყვები მესროლა.

- კარგი რაა, ბატონო ჩანგ, უბრალოდ ეს...ბოდიშით, აღარ განმეორდება, აღარ დავაგვიანებ სამსახურში, უბრალოდ ბოლო შანსი მომეცით.- თავი მოვისაწყლე და ნიანგის ცრემლები გადმოვყარე.

MISSION: CATCH HIM | K. THWhere stories live. Discover now