თავი 7

144 28 8
                                    

შეხსენება!!!

წინა თავის გაგრძელება აიტვირთა,თუ არ წაგიკითხავთ, წაიკითხეთ, გაურკვევლობაში რომ  არ მოექცეთ!!

____________________________________

საწოლზე ვიჯექი, მთელი ღამე თვალი ვერ მოვხუჭე.ვიცოდი,რომ თეჰიონი მეძებდა,მაგრამ მისი არ ნახვის სურვილი ბევრად დიდი იყო.

- ადექი,ნარი, განყოფილებაში გვიბარებენ ორივეს... ამბობენ, რომ დაკარგული გოგონას, კიმ სოჰის გვამი იპოვეს.- ჩქარა საუბრობდა, ეტყობოდა რომ არ უნდოდა დაეგვიანებინა ან რაიმე დეტალი გამოპარვოდა.

კიმ სოჰი...კიმ სოჰი...თეჰიონმა რომ...

- მე რომ არ წამოვიდე? - მუდარის თვალებით შევხედე.

- რას ნიშნავს არ წამოხვიდე? იმ ჩერჩეტ ბავშვს მე მიტოვებ? - თვალები ლამის გადმოუცვინდა.

- ვის? ჯეკს გულისხმობ?

- ზუსტად...ახლა კი გირჩევ გამომყვე.

ზურგი მაქცია და სარკეში ჰალსტუხის შეკვრას შეუდგა. რა ვქნა? როგორ გამოვძვრე სიტუაციიდან? არ მინდა იმ გოგოს გვამის ნახვა და უარესი, მასზე შეხება.

- აჰ, მუცელი...- წამოვიყვირე და ხელები მუცელზე დავიწყვე.

- რა? - შემობრუნდა და ჩაკეცილი რომ დამინახა, სახეზე შეშინება დაეტყო.

- ჩემი ციკლი...ციკლი მაქვს! - ვითომ ძლივს ძლივობით ვთქვი და ხელები მუცელზე უფრო მაგრად შემოვიჭირე.

- მე რა გიშველო? - სახე დაისერიოზულა.

- იდიოტო, სახლში საფენები გაქვს? - კბილებში გამოვსცარი და თან კვნესაც ამოვაყოლე.

- რატომ უნდა მქონდეს? - არ თმობდა თავისას.

- საფენები მიყიდე და წამოვალ! - საწოლზე ავბობღდი.

- ჰო, კარგი...არსად წახვიდე!

- წადი!

გამომძიებელი ლი მისივე სახლიდან „ გავაგდე" . ჩემი გეგმა წარმატებით განვახორციელე.

MISSION: CATCH HIM | K. THOù les histoires vivent. Découvrez maintenant