თავი 5

182 33 19
                                    

ხელებ-გადაჯვარედინებული ვიჯექი მანქანაში, თეჰიონი კი მშვიდად მართავდა მანქანას, მეტიც, ზედმეტად გამაღიზიანებელი ღიმილი ჰქონდა.

- დაგაპატიმრებ! - ვთქვი და კონდიციონერი ჩავრთე.

- რისთვის? - მხიარულად თქვა.

- შენ ამ წამს გამიტაცე! - სახეზე ჩამოყრილი თმები ზურგს უკან უხეშად მოვისროლე.

- რა მაგარია, გამომძიებელი გავიტაცე თავისი ერთგული ძმაკაცის სახლიდან,რომელმაც ეგრევე ჩამირაკრაკა მისი ადგილსამყოფელი. - ირონიულად ჩაიცინა და გაზს მოუმატა.

ღმერთს მადლობა,რომ ადრენალინი მიყვარს და არც სიჩქარის მეშინია, თორემ აქამდე კრუნჩხვებში ჩავვარდებოდი.

- სიჩქარის გადაჭარბების გამოც დაგაპატიმრებ! - თვალებ გაშტერებულმა ვთქვი.

- არ ვაჭარბებ! - მტკიცედ განაცხადა.

მგონი მეკაიფება.

- შეპასუხების გამოც დაგაპატიმრებ! - ისევ ისეთი სახით ამოვილაპარაკე.

- ჯეკთან რამე მოწიე? - წარბები აზიდა.

- კი. - ურეაქციოდ მივახალე.

- რა? - მანქანა უცებ დაამუხრუჭა და ლამის ტვინი დავასხი საქარე მინას.

- უგემური რამიონი.

- გული გამიხეთქე.

- მეტის ღირსი ხარ!

- რა დავაშავე?

- ბევრი რამ....

- მაინც?

- შემეშვი!

***

თეჰიონს ვაკვირდებოდი და ვფიქრობდი, იქნებადა შემეშალა და ჩემი ეჭვი უსაფუძვლოა... აჰ,არ ვიცი რა ვიფიქრო.

თეჰიონმა რომ გაიგოს, რომ მასში ეჭვი მეპარება განადგურდება, იმ ავიაკატასტროფის შემდეგ მხოლოდ ერთმანეთი დაგვრჩა.

* მოგონება *

იაპონია.

ათი წლის წინ როცა თოთხმეტი წლის ვიყავი, დედაჩემი ავარიაში დაიღუპა.
მამაჩემმა დაიჩემა, გინდა არ გინდა ჩემს ქალიშვილს დედა სჭირდება, დედის სითბო აკლია და თან ვინ ჩამოაალიბებს მას, როგორც ნამდვილ ქალსო. მართალია, დედის სითბო მეკლო, მაგრამ არ მჭირდებოდა დედის შემცვლელი!

MISSION: CATCH HIM | K. THWhere stories live. Discover now