თავი 10

85 16 2
                                    

- შენი დედაც, რა გინდა, ტვინი გაგასხმევინო? - თვალების ბრიალით ამოილაპარაკა და პირიდან ალკოჰოლის სუნი ამოუშვა.

ვერც ვინძრეოდი, იქნებ სიზმარია და მალე გაქრება? იქნებ გავგიჟდი და მოლანდებები დამეწყო, ან იქნებ... იქნებ ეს რეალობაა!

- ვინ ხარ, როგორ ბედავ და როგორ მეხები? - ფართხალს იწყებს და იატაკზე მოწყვეტით ეცემა.

ზურგს მაქცევს და ისევ ბარის თანამშრომლებს ლანძღავს, პარალელურად შავ კაბას ისწორებს. მე კი თავბრუს ხვევას ვგრძნობ, მგონია, რომ ჩემს ტვინში რაღაც მალე აფეთქდება და ამას კარგი არაფერი არ მოჰყვება.

- დავბრუნდები! - ამბობს და ბაკუნით მიემართება კარისკენ.
მე კი გონება დაბინდულს , იმის ძალაც კი არ შემწევს, რომ რამე მაინც ვუთხრა, ერთადერთი რასაც ვგრძნობ და რაც შემიძლია არის : თავბრუს ხვევა და გულის წასვლა.

ის მიდის, ამჯერად მან მიდის, და არა მე. თითქოს სულ გავუცხოვდი მისთვის, იმდენად, რომ ჩემი ცნობაც ვერ შეძლო.

იმდენად გალამაზებულიყო ამ საუკუნედ  გაწელილ  ორ წელიწადში. ვუყურებდი და ვგრძნობდი, როგორ მეტად მტკიოდა ეს მენატრება, როგორ დანჯავდა მარწუხები ჩემს გულს.

სხვა რა შემეძლო? მივსულიყავი და „ ჰეი , ნარი, ნახე, მე თეჰიონი ვარ!"
მეთქვა? ალბათ, ვძულვარ კიდეც...

კი , მაგრამ, აქ რამ მოიყვანა? რა ესაქმება აქ? ღმერთო, ჩემ ტვინში ქაოსია!

                           ***

დილით გაცისკროვნებული ვიღვიძებ, რადგან ჩემი ვარსკვლავის ნახვის შანსი გუშინ მომეცა. ვისურვებდი, უკეთეს ადგილას გვენახა ერთმანეთი, მაგრამ განგებას ვერ შეცვლი.

ჩემი უკანასკნელი ფული გუშინ ქარს გავატანე, რაც იმას ნიშნავს, რომ შუა შანხაიში უფულოდ ვარ.

სამსახურის ძებნას ვერ დავიწყებ, არანაირი გარანტია არ მაქვს რომ ნარი არ მეძებს..იქნებ ჩემი დაკავება უნდა.

Você leu todos os capítulos publicados.

⏰ Última atualização: Jan 03 ⏰

Adicione esta história à sua Biblioteca e seja notificado quando novos capítulos chegarem!

MISSION: CATCH HIM | K. THOnde histórias criam vida. Descubra agora