თავი 4

255 30 20
                                    

საღამოს საათები იყო, მე კი ისევ ჩემს იმპერიაში ვიყავი და ტეკილას ვსვამდი, არც კარგი ამინდი იყო და არც ცუდი...ეს კი იმას ნიშნავდა,რომ ახლა სანადიროდ გასვლა ორმაგად საშიში და ოთხმაგად სასიამოვნო იქნებოდა.

ისევ ემპერიაში დარჩენა ვამჯობინე,რადგან ხასიათზე არ ვიყავი.

ავტორის POV:

- რა ჯანდაბას ვაკეთებ?! - კბილებში სცრის ახალგაზრდა და სასმლიან ჭიქას კედელს ანარცხებს,რომელსაც ცოტა ხნის წინ გემრიელად შეექცეოდა.

- მე, მე ხომ ერთ-ერთი მონსტრი ვარ, არა? როდიდან მანაღვლებს მათი ბედი? - ხელებს ყურებზე იფარებს და მუხლებში იკეცება.
ახლა ათასი ფიქრი ერევა თავში.

რამ განაპირობა მისი ასეთი სრულიად სხვა ვარიანტის აღმოცენება? ნუთუ მისი მეგობრის საუბარმა გაჭრა და შედეგი გამოიღო?....არა! პასუხი არის ერთი დიდი და მტკიცე არა!

მას ნერვული შეტევა დაეწყო...ჰო, ისევ იჩინა მის ცხოვრებაში ამ საშინელებამ თავი.

ღრმად სუნთქავდა და უკვე ესმოდა, თუ როგორ მიედინებოდა მის ვენებში სისხლი, უკვე ითვლიდა თავის გულის ცემას...მაგრამ...რომელი გულის? ჰაჰ, სასაცილოა.

- ამის დედაც, წამალი სად არის! - არე-მარე გააყრუა ბიჭის ღრიალმა, ფეხზე ძლივს-ძლივობით წამოდგა და წამლების დიდ ყუთს მიუახლოვდა, ყუთი გახსნა და ნემსი ამოიღო, რომელსაც რაღაც სითხე მოაყოლა.

წითელი ფერის ამპულიდან სითხე ნემსით ბოლომდე გამოწურა და მხარი მოიშიშვლა. თვალთ ვერ იხედებოდა ნორმალურად, თავბრუ ეხვეოდა და ადამიანების გამწარებული ტირილ-კივილი ჩაესმოდა.

ერთი ხელის მოძრაობა და ნემსი სხეულს შეაშველა, საწოლზე გადაწვა, მხოლოდ ისღა დარჩენოდა სითხე შეეყვანა სხეულში, მაგრამ ძალა არ ყოფნიდა, რამდენჯერმე სცადა, რომ როგორმე შეშველებოდა საკუთარ თავს, მაგრამ ყოველი ცდა ამაო იყო მისთვის.

MISSION: CATCH HIM | K. THOù les histoires vivent. Découvrez maintenant