თავი 8

166 25 20
                                    

2 წლის შემდეგ

Taehyung's POV

ადამიანის გული ოხერია, ყველაფრის კეთება მაშინ უნდება, როცა ამის შანსი 1%-იც აღარაა.
ასე მოხდა ჩემს შემთხვევაშიც. მაშინ, როდესაც შემეძლო ცხოვრებით დავმტკბარიყავი და საყვარელ ადამიანებთან მეტი დრო გამეტარებინა , რას ვაკეთებდი? სხვა ადამიანებს ვუმწარებდი სიცოცხლეს.

სისხლის დანახვაზეც ტანში მახურებს. იცით როგორი გემო აქვს ახალ სისხლს? მე უკვე აღარ ვიცი, დამავიწყდა მისი გემო.

წამლებს შევეშვი...აღარ ვარ მასზე დამოკიდებული, მიუხედავად იმისა , რომ ხშირად ცუდად ვხდები მისი წყურვილით.

ორი წელია სეულს გავეცალე და შანხაიში დავსახლდი. თავის მოვლას შევეშვი. თმები მხრებს ქვემოთ ჩამივიდა და წვერი, როდესაც შიშველი ვარ მკერდზე მედება.

აქ არავის ვიცნობ...არც სამსახური მაქვს...ბანკის ანრაგიშზე რამდენიმე ათასი ვონიღა მაქვს დარჩენილი და არამგონია დიდხანს მეყოს. სამსახურის შოვნაზეც კი არ მიფიქრია. ჩამოვედი, სამი წლით ვიქირავე ბინა და მარტო ვცხოვრობ.

ნეტავ იცოდეთ, როგორ მინდა დროის უკან დაბრუნება, ყველაფრის გამოსწორება და ისევ იმ ცხოვრებას დაბრუნება....უკვე გვიანია...ყველაფრის გამოსწორება ხომ გვიან გვინდება არა.. სასაცილოა.

ალბათ, ყველამ დაივიწყა...ღირსიც კი არ ვარ ჩემი ბინძური პირიდან საერთოდ ხმა ამოდიეს.

ხშირად ისე მინდება, ნარის თმის სურნელი შევიგრძნო , რომ ვბოდავ კიდეც. მასთან მინდა. თითქოს მოვკვდი და ახლა ჩემი სული დაბორიალობს შანხაიში. ყველაფერს დავთმობ, ოღონდ კიდევ ერთხელ ვნახო და თვალს წყალი დავალევინო...კიდევ ერთხელ შევისუნთქო მისი სურნელი... თუნდაც ერთი წამით.
საშინლად მენატრება...უკვე ამდენს ვეღარ იტევს გული და სადაცაა გასკდება. ასეთ ტანჯვას სიკვდილი მირჩევნია, მაგრამ განა ღირსი ვარ სიკვდილის? უარესს ვიმსახურებ! ასე ტანჯვაში მინდა ამომხდეს სული... მაგრამ, ცხოვრებაც უსამართლოა. მას, ვისაც სიცოცხლით ტკბობა უნდა სიცოცხლეს ასალმებს, ხოლო ვისაც ეს ყველაფერი უკვე ყელში აქვს, ცხოვრების ხანგძლივ სიცოცხლეს და ამ ცხოვრების ყველა ტვირთს შესზედს მხრებზე.

MISSION: CATCH HIM | K. THWhere stories live. Discover now