1

801 22 9
                                    

არსებობს ადამიანი რომელსაც ცხოვრება 1 დღეში შეეცვალა .. გამარჯობა მე ვარ მარი გიგაური , 18 წლის და მოგიყვებით ისტორიას რომელსაც ჩემი ცხოვრება ქვია .

დავიბადე თბილისში ერთ ჩვეულებრივ ოჯახში , სადაც ყოველთვის სითბოსა და სიყვარულის სურნელი ტრიალებდა .. მყავს ძმა დათო ჩემზე ორი წლით უფროსი . სახლში მხოლოდ მე დედა , მამა და ჩემი ძმა ვცხოვრობდით. დედა დიასახლისი მამას კი სამშენებლო მასალების მაღაზია აქვს . ყოველ დილით ერთად ვიღვიძებდით ,მხიარულად ვსაუზმობდით , დედას კოცნის გარეშე სახლიდან არცერთი გავდიოდით , მამას ჯერ სკოლაში მივყავდით და ამის შემდეგ მიდიოდა სამსახურში , მეც და ჩემი ძმაც კარგად ვსწავლობდით ამისათვის მშობლები ყველანაირად ხელს გვიწყობდნენ .. დედა ძალიან მკაცრი იყო , ერთადერთი რის გამოც შეიძლებოდა რომ დავესაჯეთ ან ვეცემეთ უსწავლელობა იყო , მამა სამსახურიდან ძალიან დაღლილი მოდიოდა მაგრამ მაინც პოულობდა ჩვენთან თამაშისთვის  დროს და ენერგიას .. ხშირად დავყავდით ზოოპარკსა თუ ატრაქციონების პარკში .. მოკლედ რომ ვთქვა ვიყავით ბედნიერი ოჯახი .. დრო გადიოდა ვიზრდებოდით , მე ცეკვაზე შემიყვანეს ჩემი ძმა კი კარატეზე .. მე ოცნება მქონდა რომ პროკურორი გამოვსულოყავი რის გამოც სწავლა ძალიან მეხალისებოდა , ჩემს ძმას კი ქირურგობა უნდოდა.. ბედნიერება 1 დღეში თავზე დამენგრა ოცნებებთან ერთად .. დეკემბრის 16 რიცხვი გათენდა სკოლაში წავედი , სკოლის შემდეგ კი ცეკვაზე.. ცეკვიდან დაღლილი გამოვედი სახლის გზისკენ უნდა გადავსულოყავი როდესაც უკნიდან ვიღაცამ ძლიერად დამიჭირა , პირზე ხელი მქონდა აფარებული ვერ ვყვიროდი მხოლოდ ვფართხალებდი , მინდოდა იქვე მდგარი ოთხი მამაკაცისთვის დახმარება მეთხოვა თუმცა ისინი სანახაობით ტკბებოდნენ , ასევე აყვანილი მიმატრიალეს და დავინახე მანქანა რომლის კარიც ვიღაც ბიჭმა გამოაღო , შიგნით ჩამტენეს , გვერძე კი შევამჩნიე რომ მომიჯდა ის ბიჭი რომელიც რამოდენიმეჯერ მყავს დანახული სკოლასთან და ასევე ჩემს ცეკვის გაკვეთილებზე , გაკვეთილებზე შემოსვლა და დასწრება მაშინ ნებისმიერს შეეძლო . ბიჭს ვუყურებდი და არ ვიცოდი რა მეთქვა ან რა მეკითხა , მანვე დაიწყო საუბარი

ჩემი ცხოვრება - მე ეს შევძელი (ქართული)( დასრულებული )  Where stories live. Discover now