7

369 15 8
                                    

ერთი ჩვეულებრივი დილა გათენდა , როგორც ყოველთვის ჩავდივარ სამზარეულოში ყავის დასალევად და მოსაწევად ყავასთან ერთად , ჩემი დედამთილო უკვე სამზარეულოში მხვდება , ყავას მიკეთებს,  ვჯდები, სიგარეტს პირველი ჩემმა დედამთილმა  გაუკიდა რაღაცას ვუყვებოდი უეცრად სუნზე ღებინების შეგრძნება მომაწვა , მაშინვე საპირფარეშოში გავვარდი , გული მერეოდა ვეღარ გამოვდიოდი იქვე ჩავიკეცე ძალა გამოცლილი , ჯერ დედამთილი მიბრახუნებდა კარებზე , ცოტა ხნით კაკუნი შეწყდა და ახლა ქმრის ხმა მესმოდა , კარის საკეტი გატეხა , მთელი ძალოთ ვცდილობდი ადგომას თუმცა არაფრის ძალა არ მქონდა , გიორგი შემოვიდა ხელში ამიყვანა და ოთახისკენ წამიყვანა , დამაწვინა

- მარი... უკეთ ხარ ?? რა დაგემართა ?? რა ჩაგაცვა კლინიკაში წავიდეთ ..

გიორგიმ სპორტული შარვალი და ჰუდი ჩამაცვა , ბოტასები ამომაცვა და სირბილით ჩამიყვანა მანქანასთან ჩამსვა და თან სულ მე მიყურებდა , როგორც მერე გავიგე მწვანე ფერი მედო სახეზე ... კლინიკაში შემიყვანა იქ ეტლი მოიყვანეს შიგნით ჩამსვეს და გადაუდებელ განყოფილებაში შემიყვანეს

-თქვენი ასაკი
- 17
- სქესობრივი ურთიერთობა თუ გაქვთ ?
- დიახ..
- თავს თუ იცავთ ?
- დიახ , ჩასახვის საწინააღმდეგო აბებს ვსვავ ..
- მენსტრუალური ციკლი წესრიგში თუ გაქვთ ?
- დიახ
- გადაცდენა არ გაქვთ ?
- არა 3-4 დღეში ველოდები ..
- კარგით გასაგებია .. ანალიზებს ავიღებთ

სადღაც 2 საათში ექიმი ისევ მოვიდა..

- წინა თვეში ციკლი ჩვეულებრივ გქონდათ ??
- არა მხოლოდ 2 დღე მქონდა და ცოტა ..
- გასაგებია , ეხოს გავაკეთებთ დაგველლდეთ ..
- რა მჭირს ექიმო?
- არაფერი დავაზუსტებთ და გეტყვით ..
- კარგით .

მალევე შემოტანეს ეხოსკოპიის აპარატი , რადიოლოგი ეკრანზე რაღაცეებს აჩვენებდა ექიმს , ექიმმა გამომხედა და მხიარულად მახარა ორსულობის შესახებ

ჩემი ცხოვრება - მე ეს შევძელი (ქართული)( დასრულებული )  Where stories live. Discover now