ყოველ დღე მისი შეტყობინებები და ზარები შემომდიოდა , ისევ შერიგებას მთხოვდა თუმცა მე ამას ყურადღებას არ ვაქცევდი , ერთ დღესაც ვიჯექი სახლში და ვმუშაობდი კომპიუტერთან რა დროსაც ღებინება დამეწყო , მთელი დღე ცუდად ვიყავი , მეორე დილით ისევ ღებინებამ გამაღვიძა სასწრაფო გამოვიძახე რადგან სუსტად ვიყავი , სასწრაფომ გადამიყვანა საავადმყოფოში სადაც კიდევ ერთხელ გავიგე ჩემი ორსულობის ამბავი კლინიკიდან წამოვედი პირდაპირ სამშობიარო კლინიკისკენ ავიღე გეზი მივედი და ექიმმა ეხოზე გამიშვა ..
- 7 კვირის ორსული ხართ გულის ცემას მოგასმენინებთ..
გულის ცემა რომ გავიგე ჩემმა გულმაც ძლიერად დაიწყო ფეთქვა .. ექიმისგან რჩევები მივიღე , მედიკამენტები გამომიწერა ანალიზები ჩავაბარე და სახლში მივედი , დავჯექი და უნებლიედ მუცელზე მედო ხელი...
დღეები გადიოდა ჩემი პატარა იზრდებოდა , მის შესახებ კი არავინ არაფერი იცოდა , გავიგე რომ პატარა ბიჭი მეყოლებოდა , ეს ყველაფერი კი მხოლოდ 20 კვირის ორსულმა წერილით ვუთხარი ყოფილ ქმარს , დიახ უეცრად მივხვდი რომ მასაც ქონდა ცოდნის იფლება ტაქსში დავჯექი მის სახლთან მივედი და წერილი დავტოვე ექოსკოპიის სურათთან ერთად .. რა მახსოვს ამის მერე ?? რამოდენიმე ბედბიერი დღე თუ როგორ ვგეგმავდი ჩემს ყოფილ ქმართან ერთად ჩემი და ჩემი შვილის მომავალს ... ერთ დღესაც ექიმთან წავედი დაგეგმილ ვიზიტზე .. ექოსკოპიაზე რადიოლოგი ჩუმად იჯდა , მომეჩვენა რომ საათები გავიდა მისი სიჩუმის დროს , დალოდება მთხოვა და კაბინეტიდან გავიდა საიდანაც მალევე ჩემ ექიმთან ერთად შემოვიდა ...
- ვწუხვართ , ბავშვი ცოცხალი აღარაა .. მას ჭიპლარი შემოეხვა ზეწოლას ვერ გაუძლო და გაიგუდა..
რა მახსოვს ამ სირყვების მერე ?? არაფერი მხოლოდ სიცარიელე .. სიჩუმე და უკუნითი სიბნელე , როგორ გადამიყვანეს როგორ გამიკეთეს ოპერაცია არაფერი მახსოვს თუმცა სახლში სრულიად მარტო დავბრუნდი , სრულიად მარტო , და მივხვდი რომ ჩემი ბედი ჩემი უბედურება იყო .. მივხვდი რომ უნდა შემეწყვიტა ოცნება და უბრალოდ გამეგრძელებინა მშვიდად და მარტო სიცოცხლე... ასე დასრულდა ან დაიწყო ჩემი ისტორია , მომავალი არ ვიცი, არ ვიცი რა იქნება მომავალში და ამ ფიკსაც იმ იმედით ვწერდი რომ ბოლოს ბედნიერი დასასეულით დავამთავრებდი თუმცა ყველაფერი არ ხდება ისე როგორც ჩვენ გვინდა ...
დასასრული
YOU ARE READING
ჩემი ცხოვრება - მე ეს შევძელი (ქართული)( დასრულებული )
Randomეს არის ნამდვილი ამბავი , რომელშიც შეცვლილი იქნება ისეთი ინფორმაცია რაც ადამიანის იდენტიფიცირებას მოახდენს ( სახელი, გვარი, საცხოვრებელი, სამუშაო ადგილი , მანქანის მოდელი და ა.შ) ამბავში იქნება +18 სცენებიც