დღეები გადიოდა ისე რომ მხოლოდ იმაზე ვფიქრობდი როდის წავიდოდი ამ სახლიდან ... ამ ფიქრში კი უკვე საქორწინო კაბით სარკის წინ ვიდექი , აი ძველებურ საშიშ ფილმებში რომ თეთრი მაქმანებიანი კაბები ეცვათ ესეც მასეთი იყო ... საკუთარი თავი საშინელებათა ჟანრის ფილმის მთავარ გმირად წარმოვიდგინე, ამოვუდექი გვერძე ქმარს და წავედით ეკლესიისკენ ... ეკლესიაში შესულებს ჩემი მშობლები , ძმა , ნათესავები დაგვხვდნენ . ჯვრისწერის ცერემონია დაიწყო და ვაანალიზებდი რომ ეს მართლა ხდებოდა თვალები ცრემლებით მევსებოდა , ჩემი ძმა მეჯვარის გვერდიდან მოვიდა ...
- არაა გვიანი წამოდი !
უბრალოდ გავუღიმე და მამაოს მოსმენა გავაგრძელე .. დასრულდა ცერემონია და წავედით რესტორანშიც სადაც ჩემთვის ბევრი უცხო ადამიანი ჩანდა ... ჩემი მეჯვარეც კი ჩემი ქმრის მეგობრის და იყო ... სუფრამ როგორ ჩაიარა არ მახსოვს რადგან ჩემთვის ვიჯექი და ვჭამდი , არც ცეკვის ხასიეთზე ვიყავი და არც სიმღერის .... იქიდან სახლში წამოვედით ოთახში შესვლისთანავე მხრებზე ხელები ვიგრძენი უკვე ვაცნობიერებდი რომ გონებაში ჯვარდაწერილ ქმარს ვღალატობდი რადგან მისი შეხება რომ ამეტანა მის მაგივრად სხვა ბიჭს წარმოვიდგენდი .. ასე მისი შეხება ჩემთვისაც სასიამოვნო ხდებოდა ..
სკოლაში სიარული უნდა გამეგრძელებინა რომ მეცხრე კლასი დამემთავრებინა თუმცა გამოცდების ჩაბარწბა ვამჯობინე სკოლაში გათხოვილის სახელით სიარულს.. დღეები ჩვეულებრივად გადიოდა , სახლიდან გასვლის ხალისი არ მქონდა თუმცა ხანდახან მივყვებოდი გიორგის მეგობრებთან შეკრებისას .. გიორგი არ მუშალბდა ამიტომ ბევრი თავისუფალი დრო ქონდა .. . ერთ დღეს სახლში ვიჯექით მე და ჩემი დედამთილი სერიალს ვუყურებდით როდესაც გიორგი სახეწაშლილი მოვიდა , თინა წამოხტა და კივილი დაუწყო ვერ ვხვდებოდი რა ხდებოდა , უეცრად გიორგიმ ლიერად მომიჭირა მკლავში ხელი და ოთახისკენ ამათრია რაშიც თინას კივილმა და ჩხუბმა ხელი ვერ შეუშალა ... ოთახში შესვლისთანავე კარი გადაკეტა და საწოლზე დაჯდა
YOU ARE READING
ჩემი ცხოვრება - მე ეს შევძელი (ქართული)( დასრულებული )
Randomეს არის ნამდვილი ამბავი , რომელშიც შეცვლილი იქნება ისეთი ინფორმაცია რაც ადამიანის იდენტიფიცირებას მოახდენს ( სახელი, გვარი, საცხოვრებელი, სამუშაო ადგილი , მანქანის მოდელი და ა.შ) ამბავში იქნება +18 სცენებიც