ამობრუნება

993 21 0
                                    

ყველა ადამიანის ცხოვრებაში იცვლება რაღაც,გარკვეული დროის მანძილზე ყველაფერი იცვლება,დრო ყველაფერს,ცვლის.ვიცოდი ერთ დღეს დრო ჩემს ცხოვრებასაც შეცვლიდა, ამას ვაცნობიერებდი,მაგრამ ჩემი ცხოვრება დროს არ შეუცვლია ის მხოლოდ, ორმა სიტყვამ შეცვალა
"მარია გადავდივართ„ ამ სიტყვამ მთელი ჩემი ცხოვრება თავდაყირა დააყენა. ჩემს ოჯახს ძალიან კარგი პირობები შესთავაზეს, გაორმაგებული ანაზღაურება,სახლით უზრუნველყოფა და ჩემი და ჩემი ძმის იქაურ სასწავლებელში სტიპენდია. რათქმაუნდა ამ ყველაფერზე უარს მეც არასდროს ვიტყოდი, გარდა ერთი უმნიშვენელოვანესი დეტალისა,ჩვენ საცხოვრებელი უნდა შეგვეცვალა, არიზონას უმშვენიერესი და უთბილესი შტატიდა ლუიზიანაში უნდა გადავსულიყავით, კერძოდ ახალ ორლეანში, ჩემი მშობლები ამ ყველაფერს დასთანხმდნენ, ისე რომ ჩემი და ჩემი ძმის აზრი არ გაითვალიწინეს, მე მკაფიოდ მქონდა გადაწყვეტილი რომ არიზონას არ დავტოვებდი.

- მარია გთხოვ...ამ შემოთავაზებაზე უარს ვერ ვიტყვით.

თბილად და მშვიდად მიხსნიდა დედა შემდეგ საუბარში მამაც ჩაერთო

- ძვირფასო ვიცი რომ არიზონა მოგენატრება, მეც მომენატრება,ჩვენც გაგვიჭირდება ამ ყველაფერთან განშორება, მაგრამ აქ რომ დავრჩეთ ჩათვალე ყველაფერს დავკარგავთ, პირველ რიგში შენ და შენი ძმა დაკარგავთ შანს, შანს რომ ისწავლოთ, შანსს რომ უკეთესად იცხოვროთ, შემოგვხედე მე და დედას ორ სამსახურში ვმუშაობთ რომ თქვენ არაფერი მოგაკლდეთ, რაც თქვენ დაიბადეს მის მერე სულ ვმუშაობთ,ვმუშაობთ არაფრის გამო,საბოლოოდ მაინც არაფერი გვრჩება გთხოვ შედი ჩვენს მდგომარეობაშიც.

მამას ეს სიტყვები გულზე ძალიან მომხვდა, სინამდვილეში აქამდეც ვხვდებოდი რომ ეს სწორი გადაწყვეტილება იყო, მაგრამ არ ვაღიარებდი, ახლა კი მამას ამ სიტყვებმა გული მომილბო, დავფიქრდი და მივხვდი რომ ეგოისტურად ვიქცეოდი, მისაღები ოთახიდან დასაფიქრებლად სამზარეულოში გავედი, იქედან კი დავინახე როგორ ედო დედას მამას მხარზე თავი, ისეთი მშვიდი, წყალივით სუბთა გამომეტყველება ჰქონდა...

სიყავრული & იარაღიWhere stories live. Discover now