არჩევანი

351 13 0
                                    

და ღმერთო ჩემო დარბაზში მეთიუ შემოვიდა. გავშრი, დავიბენი, ვერ ვმოძრაობდი, მხოლოდ თვალებგაფართოებული ვიდექი. არ ვიცი საუდან მაგრამ ჯეიმ ყველაფერი იცოდა მეთიუს შესახებ, ვიგრძენი როგორ დაიჭიმა მისი სხეული, როგორ გაუცივდა მზერა. ძალიან შევშინდი, მაგრამ ვერაფერს ვაკეთებდი, დავმუნჯდი, ამ დროს კი მეთიუ ჩემსკენ დაიძრა, ხელში დიდი ვარდების თაიგული ეჭირა.

მარია საყვარელო...

ჩემსკენ წამოვიდა, ამ დროს კი ჯეი გადამეფარა.

უკან დაიხიე ლაწირაკო!

ჯეიმ ძალინ უხეშად უთხრა.

შენ ვინ ხარ მარიას რომ ეფარები? ვინ ხარ ლაწირაკს რომ მეძახი?

კბილებში გამოსცრა მეთიუმ და კიდევ ერთი მაბიჯი გადმოდგა ჩემსკენ.

კიდევ ერთი ნაბიჯი და ფეხებს მოგტეხავ!

ძალიან შევშინდი რადგან დარწმუნებული ვიყავი რომ ჯეი ამას მართლა გააკეთებდა.

ნუ მემუქრები!

აგრძელებდა მეთიუ. ამ დროს კი ჯეიმ მოულოდნელად ხელი მომკიდა და ჩემი წაყვანა სცადა, მეც გავყევი ამ დროს კი მეთიუმ დაუძახა.

მარიას ხელი გაუშვი შე ნაბ*****

ამის გაგონებაზე ჯეიმ ხელი იარაღს სტაცა და მეთიუს დაუმიზნა, ძალიან შევშინდი და პირდაპირ მაგათ შორის ჩავდექი, ცრემლები თავისით მდიოდა, მეთიუსკენ არც გამიხედავს, მხოლოდ ჯეის ვუყურებდი.

მარია გაიწიე!

ბოლო ხმაზე იყვირა ჯეიმ, შიშისგამ შევხტი, მაგრამ ფეხი არ მიმოცვლია.

ჯეი გთხოვ არ გინდა.

ტირილით ვთხოვე და ხელი, მის იარაღიან ხელს დავადე. მუდარის თვალებით ვუყურებდი, სულ ვკანკალებდი, ჯეიმ მზრუნველად შემომხედა და იარაღი დაუშვა, მე შვებით ამოვისუნთქე. ჯეიმ და მეთიუმ ერთდროულად  გამომიწოდეს ხელი. ორივე ელოდა რომ ხელს ჩავკიდებდი. ასეთ მდგომარეობაში არასდროს ჩავვარდნილვარ. რომელი უნდა ამერჩია? მეთიუ რომელიც ვარდებით ხელში მიცდიდა? თუ ჯეი რომელიც სიყვარულით აღსავსე თვალებით და იარაღით ხელში მელოდებოდა? რომელი? გადავწყვიტე არჩევნის ჩემი გულისთვის მიმენდო. გონება გავთიშე, ყველა ფიქრის გავაქრე და გულის კარნახს მივყევი. ცხოვრებაში პირველად დღევანდელი დღით ვიცხოვრე და ის გავაკეთე რაც არა დედას და არა ოჯახს არამედ ის გავაკეთე რაც მე მინდოდა, რაც ჩემს გულს უნდოდა, ძალა მოვიკრებე და ჯეის ხელი მაგრად ჩავჭიდე.

სიყავრული & იარაღიWhere stories live. Discover now