მინას POV:
იმ საღამოს
ყოველთვის ასე ხდება, როცა რაღაც კარგი ხდება ჩემ ცხოვრებაში,
ყოველთვის ვიღაცამ ან რაღაცამ უნდა ჩამაშხამოს. (🥺)
- ჰმმმ..(მინა)
დაღლილობისგან საწოლზე დავარდი.
- რა მოხდა მინა?
რატო ამოიხვნეშე?(ეუნი)
თავ ჩაქინდრილი ეუნი ამოგმინვის და დახეთქების ხმაზე მაშინვე თავს ზევით წევს. ეუნი კარგად ხვდება რაშიც არის საქმე თუმცა მაინც ეკითხება თავის დაიკოს.
უნდა პასუხი მისგან გაიგოს.
- რა მოხდა ? როგორ თუ რა მოხდა ?
დავიღალე გესმის? აღარ შემიძლია!
როცა რაღაც კარგი ხდება ჩემ ცხოვრებაში,არ არსებობს მომენტი რომ ვინმემ არ გააფუჭოს.
უკვე ბედნიერების მეშინია
აქედან გაქცევა მინდა. (მინა)
გაოგნებული და გადარეული ვუწევ
ხმის ტონს.თითქოს აქამდე არ იცოდა ეუნმა ჩემი პრობლემების შესახებ.
- ხო ვიცი..მაპატიე მინდოდა დაცლილიყავი ემოციებისგან(ეუნი)
როდესაც ტირილი მიტყდება, ჩემსკენ მოიწევს თითქოს მისი უფროსი და მე კი არა ის ყოფილიყოს, თავს მის კალთაზე მადებინებს და თავზე მეფერება.
- შშშშ.. დამშვიდდი მინა მე აქ ვარ და ძალიან მიყვარხარ დაიკო. (ეუნი)
ისე ტკბილად და ჩუმად ჩურჩულებს, უნდა რომ დამაძინოს და გამოსდის კიდეც.* * *
დღეს ადრე გავიღვიძე, მოვწესრიგდი საკვები მოვამზადე
და ჭამას შევუდექი.
ეუნი არ გავაღვიძე რადგან გუშინ ძალიან დაღლილი იყო.
გუშინ ბევრი რამ მოხდა და ამდენი ემოციებისგან გადატვირთულებს გონება გადაგვეწვა.
ამაზე გაფიქრება იყო და იმ წამსვე შემოვიდა, ეუნი სამზარეულოში.
- ყელი გამიშრა,წყალი მინდა.(ეუნი)
თვალების სორსლით, თმა აწეწილი.
- დაჯექი მე დაგისხამ.(მინა)
ვუთხარი თუ არა მაშინვე ჩამოჯდა
დავუსხი ჭიქაში წყალი და გავუწოდე. რა დროსაც სერიოზული სახით შემომხედა.
- მინა..არ გათხოვდე !
თუ არ გინდა. შენ ხომ არ გინდა?!
არ გათხოვდე რა (🙏🏻) (ეუნი)
მითხრა რომ სისულელეს ვაკეთებდი კიდევ ერთხელ მიმახვედრა ,მერე ხმას აუწია ისტერიკებში ჩავარდა,რამის დამიჩოქა .
- ეუნ გთხოვ..(მინა)
ძლივს გადავაბი ორი სიტყვა ერთმანეთზე.თვალები ამიწყლიანდა
იმ მომენტში შემეცოდა ეუნი და ჩემი თავი.
რას ვაკეთებდი? ან ვისთვის?
- დაიკო ერთადერთი ძვირფასი ადამიანი მყავხარ.. (ეუნი)
ეტყობოდა ტირილ ნარევ ხმაში რომ ეშინოდა.. ეშინოდა რომ არ დავეკარგე.რამე სისულელე რომ არ ჩამედინა. შემდეგ ისევ გააგრძელა
- მინდა ბედნიერს გხედავდე,
არ მინდა ვიღაცეების ხათრით აკეთებდე რაიმეს, გუშინაც ჩემ დაბადების დღეზე ვითომც არაფერი გაღიმებული დადიოდი.
გამოხატე შენი ემოციები(ეუნი)
მისმა ხმის ტონმა ნელნელა დაიწყო დაბლა დაწევა.
მალევე მივხვდი რომ უცბად ხმა ჩაუწყდა.მანაც მაშინვე მოსვა წყალი.
მივხდვი რომ მე უნდა გამეგრძელებინა საუბარი.
- არ შემიძლია, ეს გადაწყვეტილება წლების უკან მამამ მიიღო.
რისი შეცვლაც სამწუხაროდ არ შემიძლია,..ეუნ(მინა)
- ხო მაგ..(ეუნი)
ეუნი აგრძელებდა ისევ თავისას
რის გამოც წამოვდექი და შევაწყვეტინე .
- ახლა ძალიან მეჩქარება სამსახურში. ამ თემას კი აღარასდროს მივუბრუნდეთ.(მინა)
რაც შეიძლება სწრაფი ნაბიჯებით მივდიოდი რადგან არ მინდოდა
ეუნი გამომდევნებოდა ან რაიმე ეთქვა კიდევ ამ თემასთან დაკავშირებით.
YOU ARE READING
შეწირულები
Mystery / Thrillerრა მოხდება როცა იგებ რომ ვიღაცის თოჯინა ხარ. თან ეს შენს დაბადებამდე ძალიან ბევრი წლით ადრე იყო "გადაწყვეტილი". იძულებული ხარ დაემორჩილო,დანებდე ან დაუპირისპირდე ამ ძალას. "-რატომ შენ?! რა თქმა უნდა ამ კითხვაზე პასუხის გაცემა მარტივია შენ ჩემი შ...