3.

136 10 0
                                    

მინას POV

უკვე ერთი თვე გავიდა, ამ ტრაგედიის შემდეგ და მაინც ვერ ვიჯერებ,რომ ჩემი საყვარელი დაქალი დეიზი დავკარგეთ.
პირველი ერთი კვირა მწარე იყო, მტკივნეული.ვერ ვიტყვი რომ რამე შეიცვალა უბრალოდ ხანდახან მგონია რომ ცუდი სიზმარი იყო
და სადაც არის ამ კაფის კარს შემოაღებს დეიზი.
როცა ვიაზრებ რომ ეს შეუძლებელია,
სულში უცნობი და თან საშინლად ნაცნობი ტკივილი იღვიძებს.
ის რომელიც წლების წინ დავმარხე
და ახლა ისევ იღვიძებს ნელ-ნელა.
- მინა(???)
ამ ფიქრებიდან სანგი მაფხიზლებს
და უარეს რეალობაში ვხვდები.
სანგ მინი ჩემი საქმროა.
(ხომ გახსოვთ, რომ მინას საქმრო ჰყავს?❤️) 24 წლისაა, ჩემზე ორი წლით დიდია. არასდროს მქონია ის მომენტი, რომ რამეზე გვეჩხუბა სულ ჩემს გვერდითაა. რვა წლიდან ერთად მოვდივართ. მოკლედ იდეალური ურთიერთობა გვაქვს
მაგრამ მხოლოდ მეგობრული.
არ ვიცი რატომ გადაწყვიტა მამამ
მასზე მექორწინა,მარა ის ფაქტი რომ საუკეთესო და თან ბავშვობის მეგობარზე მათხოვებს წარმოუდგენელია.
არ მინდა ჩვენი მეგობრობა როდესმე დასრულდეს.
მეძახის და თან ხელს მიქნევს, მეც მაშინვე ვფხიზლდები. ხელზე დაყრდნობილ თავს მაღლა ვწევ, თან ოდნავ აბურდულ თმას ვისწორებ.
ამასობაში სკამს სწევს,ჩემ წინ ჯდება.
- აბა რა შევუკვეთოთ?(სანგი)
მიღიმის და ოფიციანტს სთხოვს ჩვენთან მოვიდეს.
- წყალი...(მინა)
ისევ მე მიბრუნდება,ღიმილს სახიდან იშორებს.
- მინა ხომ კარგად ხარ ?(სანგი)
მის ხელს ჩემ ხელზე დებს და მეფერება.
კანკალი მეწყება,თვალები მიცრემლიანდება. რაზეც ჩემი მე მიყვირის,მლანძღავს.აღარ შემიძლია ამას გავუძლო.
ხელს ვწევ მაგიდიდან და მის ხელს უმალვე ვიშორებ.
სანგი მაშინვე თვალებს დაბლა ხრის, ვხვდები რომ გაუტყდა.
ჩემი მდგომარეობაც უნდა იცოდეს
ცუდად ვარ,მეგობარი დავკარგე და თან ახლა ეს წყეული ქორწინებაც!
მოტანილ წყალს ვიღებ და ერთი მოსმით მთლიანად ვსვამ.
ვგრძნობ რომ კანკალიც ქრება,
სახიდან ჩამოვარდნილ ცრემლებს ვიშორებ.
- მესმის...შენი კარგად მესმის მინა,
ხუთი წლის უკან, მეც ასე დავკარგე ჩემი ძმაკაცი. შენ მას სამი წელი იცნობდი,მე კი ორი წლიდან
ჩვენ ერთად ᲒᲐᲕᲘᲖᲐᲠᲓᲔᲗ.(სანგი)
- ჩაენუ...*ტირილის ხმა* (მინა)
გამახსენდა სანგის მეგობრის სახელი და უფრო ავტირდი.
- ვიმედოვნებ რომ ჩაენუ ცაშია,
ჩვენ გვიყურებს, ჩვენით ბედნიერია იმიტომ რომ ჩვენ მალე... (სანგი)
საუბარს ტელეფონის ზარი აწყვეტინებს. ვერ მოვასწარი დანახვა ვინ ურეკავდა,თუმცა კარგად მივხვდი საუბარი საითკენ მიჰყავდა.

შეწირულები Where stories live. Discover now