Jimin pov:
დილით უსიამოვნო შეგრძნება მაღვიძებს და ოთახში არავინაა. როგორ ჩანს ჯონქუქი წავიდა, ჰაჰ აბა რა მეგონა შემიყვარებდა ? ჰაჰა სასაცილოა.
დღეს სკოლა მეწყება, ჯერ 6 საათია, ჯონქუქი ასე ადრე წავიდა?
კარგი არა არის საინტერესო.ავდექი წყალი გადავივლე, წამლები დავლიე და ჩემ ძველ სახლში წავედი, რადგან ჯინის ნახვა არ მინდოდა გადავწყვიტე სკოლის მერე წავსულიყავი.
ახლა გამახსენდა რომ ჯონქუქმა არ იცის რომ იმ სკოლაში ვსწავლობ სადაც ის.
სახლში ტაქსით მივედი მომენატრა ეს სახლი.
გამოვიცვალე, ჯინსის შარვალი,თეთრი ფართო ზედა და ჟაკეტი ჩავიცვი.სკოლაში მივედი თუ არა ჰობი და თეა დავინახე, თეას ჩუმად მივეპარე და ზურგზე შევახტი, ჰობის სიცილი აუტყდა, თეას ბეჭებიდან ჩამოვედი და ჰობის გადავეხვიე.
ზარი დაირეკა და საკლასო ოთახში შევედით.
ჰოსოკი: წამოდი სასადილოში წავიდეთ.
მშიაააა .
ჯიმინი: თეა წამოდი.სასადილოში შესვლისას იუნგი დავინახე თვალი ჩამიკრა მე კი გავუღიმე და ცარიელ მაგიდასთან დავჯექით.
შევამჩნიე რომ ჰობი იუნგისკენ აპარებდა თვალს.
ჯიმინი: ჰობი შენ რა იუნგი მოგწონს.
ჰოსოკი: მომწონს? კი მომწონს. როგორ შეიძლება შენი ალფა არ მოგწონდეს? თვალები აატრიალა ჰობიმ.
ჯიმინი: რაა? შენი ალფა? მართლა? ღმერთო ყოველთვის მინდოდა შენნაირი რძალი.
მე და თეას სიცილი აგვიტყდა,ჰობი კი თვალებიდან ნაპერწკლებს ყრიდა.
შუგა: როგორ ხარ ჯიმინ?
შუბლზე აკოცა ჯიმინს.
ჯიმინი: კარგად იუნგ შენ?
შუგა: კარგად. რაზე იცინიდით?
ჰოსოკი: არაფერზე. ცივათ უთხრა.
შუგა: როგორც ყოველთვის ჩემთან ცივი ხარ.
გაუღიმა. ჰობიმ კი თვალები აატრიალა.
შუგა: გუშინ სად გაქრი?
თეჰიონი: სულ დამავიწყდა.
გუშინ ჯონქუქმა მომაკითხა სახლში.
ჯიმინი: ანუ შენ უთხარი სადაც ვიყავი.
შუგა: დღეს მოხვალ?
ჯიმინი:კი. ისე ჯონქუქი სად არის?
შუგა: ალბათ ვინმე ომეგასთან ერთადაა.
თვალები აატრიალა.
ჯიმინი: კარგი. კლასში წავიდეთ ჰობ.
თეჰიონ:მე? ტუჩი გადმოატრიალა, მე გამეცინა და გზა განვაგრძე.
საკლასო ოთახს რომ მივუახლოვდით ჯონქუქი დავინახე ვიღაც ომეგასთან ერთად.
jungkook pov:
ჩემ ახალ ომეგასთან ერთად ვიყავი როცა ჯიმინი შევნიშნე მე მიყურებდა, მის თვალებში დიდი ტკივილი დავინახე,
შემდეგ კი კლასში შევიდა.
ჯანდაბა იდიოტი ვარ, მოიცა იდიოტი რატომ ვარ მე ხომ ყველა ომეგას ვხმარობ შემდეგ კი ვტოვებ.მაგრამ ჯიმინთან სულ სხვანაირადაა ალბათ იმიტომ რომ ჩემი ომეგაა.
Jimin pov:
კლასში შევედი ჩემს მერხზე დავჯექი და ჯონქუქზე ფიქრი დავიწყე.
თეჰიონი: ჯიმინ აქ ხარ? ჯიმინ.
ჯიმინი: აჰა რამე მითხარი?
თეჰიონი: არაფერი.
ჯიმინი: ჰობი შეიძლება დღეს შენთან დავრჩე?
ჰოსოკი: კი ძალიან გამახარებ.
თეჰიონი: მეც მინდა თქვენთან, მაგრამ არ მცალია.
ჯიმინი: არაუშავს თეა.
გაკვეთილები დამთავრდა და იუნგისთან წავედით მე და ჰობი.
ჯიმინი: უნგი შეიძლება ორი წუთით.
შუგა: რა ხდება ჯიმინ.
თანმე მელაპარაკებოდა და თან ჰობის უყურებდა.
ამაზე ჩამეცინა და ლაპარაკი დავიწყე.
ჯიმინი: დღეს ჰობისთან ვრჩები და შეგიძლია მამიკოს უთხრა.
შუგა: კი ვეტყვი.
ისე მითხრა რომ ჰობისთვის თვალი არ მოუშორებია.
ჯიმინი: კარგი, მაშინ წავედით.
jungkook pov:
სახლში მივედი მაგრამ ჯიმინი არ დამხვდა.
ჯონქუქი: მამიკო ჯიმინი სად არის?
ჯინი: ვიღაც თავის მეგობრებთან დარჩა, მგონი ჰოსოკი ქვია.
ჯონქუქი: კარგი მე ოთახში ავალ.•
ჯონქუქი: ჯიმინ სად ხარ?
ჯიმინი: რა მოხდა?
ჯონქუქი: კითხვაზე კითხვით ნუ მპასუხობ.
ჯიმინი: რამე გინდა?
ჯონქუქი: უბრალოდ მაინტერესებს სად ხარ.
ჯიმინი: ჰობისთან ვარ. დღეს არ მოვალ სახლში.
•
ჩემგან დამალვა გინდა. ჰაჰ
საყვარელი.
დაბლა ჩავედი ტელევიზორი ჩავრთე, ცოტახანში იუნგი მოვიდა და რაღაცა ფილმი ჩართო მთელი საღამო ვუყურებდით, შემდეგ კი დასაძინებლად წავედი.