Jimin pov:
ერთი კვირა გავიდა და საავადმყოფოდან გამომწერეს. საავადმყოფოში ძალიან მოვიწყინე მთელი დღეები ოთხ კედელ შუა ვიყავი გამომწვევი. მართალია თეა და ჰობი ხშირად მსტუმრობდნენ მაგრამ მაინც მოვიწყინე. ახალი ამბავიც მაქვს ჰობი და იუნი ერთად არიან. კი კი არა მოგესმათ ერთად არიან, ჰობი ძალიან ეჭვიანი შეყვარებულია ყველა იმ ომეგაზე ეჭვიანობს ვინც იუნის გვერდითაა რამისაა ჩემზე და მამიკოზეც იეჭვიანოს, იუნი კი ძალიან მესაკუთრეა არავის აძლევს მასზე ჩახუტების ან თუნდაც შეხების უფლებას.
ჯონქუქი ის ყოველ დღე ჩემთან იყო და მგონი თავიც მოვაბეზრე, აღარ მელაპარაკება და ჩემგან თავს შორს იჭერს, გუშინ შევნიშნე მის ყელზე ახალი ნიშანი და ტირილი დავიწყე, როცა მკითხა რა მოხდაო მე ვუთხარი რომ ჭრილობა მტკიოდა, ამ ბოლო დროს ზედმეტად ემოციური ვარ იმასაც კი ვეღარ ვიტან რომ ჩემთან არაა.