Jungkook pov:
დილით პალატაში ექთანი შემოვიდა და ჯიმინი გასინჯა.
ექთანი: შეგიძლიათ დღეს წაიყვანოთ.
ჯონქუქი: კარგით. როცა გაიღვიძებს ვკითხავ.
ექთანი: მაშინ წამლებს გამოგიწერთ.ექთანი გავიდა, ჯიმინთან მივედი და შუბლზე ვაკოცე.
მგონი მომწონს.
ჯიმინი შეიშმუშნა და თვალები გაახილა.ჯონქუქი: დილამშვიდობისა ჯიმინ.
ჯიმინი: დილამშვიდობისა ქუქ.
ჯონქუქი: მოიცა რა დამიძახე?ჯიმინი გაწითლდა. ღმერთო რა საყვარელია.
ჯიმინი: ქუქი.
ჯონქუქი: საყვარელობაა.
მე რა დაგიძახო? მინი?
ჯიმინი: პატარა არ ვარ.
ჯონქუქი: არაუშავს, გიხდება მინი.
ჯიმინი: ქუქი დღეს წასვლა შეიძლება?
ჯონქუქი: კი, ექიმს ვეტყვი რომ წასვლა გინდა. მანამდე კი ჩაიცვი.პატარა ჩანთა გავუწოდე რაშიც მინი-ს ტანსაცმელი იყო.
ჯიმინი: მადლობა.
Jimin pov:
ქუქი პალატიდან გავიდა და ავდექი, მაგრამ ტანსაცმელს მეთვითონ ვერ ვიცმევ, რადგან ხელი მტკივა.
ჯიმინი: ახლა ქუქის უნდა ველოდო რომ ჩამაცვას?
სულ გავგიჟდი ჩემ თავს ველაპარაკები.ისე საიდან იცოდა რომ ესეთი ტანსაცმელი მიყვარს?
Jungkook pov:
ექიმს დაველაპარაკე, წამლები გამოუწერა და ერთი კვირა ხელი არ უნდა გადატვირთოს.
ჯიმინის პალატას მივუახლოვდი, მეგონა უკვე ჩაცმული დამხვდებოდა, ამის მაგივრად კი ლოგინზე დამჯდარი ჯიმინი დამხვდა რომელიც რაღაცას ბუტბუტებდა. პალატის კარი შევაღე და ჯიმინის ყურადღება მივიქციე.ჯონქუქი: რატომ არ ჩაიცვი? არ მოგეწონა?
ჯიმინი: მომეწონა მაგრამ ვერ ვიცმევ, ხელი მტკივა.
ჯონქუქი: მაპატიე დამავიწყდა.
ჯიმინი: არაუშავს. ქუქი შეგიძლია ჩამაცვა?მე ამაზე გამეღიმა და მას მივუახლოვდი, ჯერ მაიკა გავხადე და ჩავაცვი, შემდეგ შარვალი გავხადე რამაც ჯიმინი გააწითლა, შარვალიც ჩავაცვი. ძალიან საყვარელია. ზოლიანი ზედა და თეთრი შარვალი.