part 2

463 31 0
                                    

jimin Pov :
დღეს 7 საათზე გავიღვიძე და აბანოში შევედი.თავი მოვიწესრიგე და ჩემი სუნის ჩამხრჩობი გამოვიყენე.მე მარწყვის სუნი მაქვს.
დაბლა ჩასვლას დავინახე მამიკო როგორ აკეთებდა ჩემს საყვარელ ბლინებს.
ლოყაზე ვაკოცე და შევუდექი ჭამას შემდეგ კი სკოლაში წავედი. სკოლის შესასვლელთან თეა დამხვდა ვიღაც ბიჭთან ერთად. ჯერ ვიფიქრე რომ თეას ჭეშმარიტი იყო (თეა ალფაა) მაგრამ თეას საუკეთესო მეგობარი ყოფილა. მას ჯეიჰოპი ქვია ისიც ჩვენ კლასშია უბრალოდ გუშინ როგორც გითხარით ყველას გაცნობა ვერ მოვასწარი.ის ძალიან თბილი და ლამაზი ომეგაა.მას მალევე დავუმეგობრდი და სკოლაში შევედით.სამი გაკვეთილის მერე კაფეში შევედით,ერთმანეთზე ბევრი რამ გავიგეთ. ალა კი სკოლის ამბების მოყოლა დავიწყეთ მათ მითხრეს რომ სკოლას სამი play boy ყავს.ჯონქუქი,იუნგი და ჰიუნჯინი.თურმე ჯონქუქი ახლა საზღვარგარეთაა ამიტომ სკოლაში ისეთი ხმაურიანი აღარაა მაგრამ ის ერთ კვირაში უნდა ჩამოსულიყო.ასევე იუნგი და ჯონქუქი ტყუპები ყოფილან. სხვა რაღაცეებზეც ბევრი ვილაპარაკეთ ამასობაში ზარიც დაირეკა და კლასში შევედით ალფები ისევ მე მიყურებდნენ ამიტომ დისკომფორტს მიქმნიან, ომეგები კი ისევ მიღენენ.გაკვეთილებმა მალე ჩაიარა და სახლში წასვლის დროც მოვიდა თეას და ჰოპის( ჯეიჰოპი) დავემშვიდობე და სახლში წავედი. სახლში შესული არ ვიყავი რომ ჯინმა მომაძახა.
ჯინი: ჯიმინი უნდა ვილაპარაკოთ!მან ისეთი ხმით მითხრა რომ ეგრევე მივხვდი რომ რაღაცის თხოვნას აპირებდა. მეც მივედი და მდივანზე ჩამოვჯექი.
ჯიმინი: გისმენ მამიკო.წყნარად ვეუბნები.
ჯინი: ხვალ ნამჯუნი უნდა გაგაცნო!მითხრა ანერვიულებულ ხმით. მეც დავთანხმდი ჯინის ძალიან გაუხარდა ჩემი პასუხი და ჩამეხუტა.რათქმაუნდა ძალიან მიხაროდა მამიკოს ასეთ ბედნიერს რომ ვხედავდი. ხვალ დასვენების დღეა ამიტომ გადაწყვიტა მამიკომ ხვალ გაეცნო ნამჯუნი.
უკვე ღამის პირველ საათია მაგრამ ვერ ვიძინებ ამიტომ მუსიკების მოსმენა დავიწყე და მალევე ჩამეძინა. დილით ჯინის ხმა გავიგე რომელიც ჩემს გაღვიძებას ცდილობდა თავისი ნაზი ხმით.
ცოტახანი მე და მამიკომ ვისაუბრეთ და შემდეგ ტანსაცმლის ჩაცმა გადავწყვიტე. ჩავიცვი შავი შარვალი,თეთრი ზედა,თეთრი ბოტასი და ჩემი საყვარელი კულონი გავიკეთე

ჩემი ნახევარძმაWhere stories live. Discover now