Flash back
- სოჰა გაემზადე მივდივართ- სად დედა?
- ბებოსთან - სოჰას მამამ შემოყო თავი
- გზა მოყინულია, ავსრიალდებით
- ნუ ნერვიულობ არაფერი მოგვივა თან გამოვცვალე საბურავები
- მაგას რა მნიშვნელობა აქ? გაიხედეთ გარეთ ყველაფერი გაყინულია
- ნუ ჯიუტობ სოჰა თუ ეგრე ძაან გეშინია შეგიძლია დარჩე
- ხოდა დავრჩები
- არა, შენ კიდევ ისე ნუ ათამამებ რო ცხოვრება სხვაგან წაუვიდეს- გაბრაზებით უთხრა ქალმა კაცს- შენც მოდიხარ! საუბარი დასრულდა
ოთახის კარები მიიჯახუნა და მისი ქმარიც უკან გაყვა
- ავარიაში რო მივყვეთ და მოვკვდეთ ნახავთ მერე
ყვირილით თქვა სოჰამ თავის ოთახში
***
- ჯანდაბა მამა უკვე მეორედ მოვსრიალდით- ნუ გეშინია პატარავ
- ეხა მაგ ხიდზე აპირებ გადასვლას?
- ნუ გეშინია მეთქი ჩქარა გავივლით
მანქანა დაიძრა წესიერად დააყენეს და სიჩქარეს მოუმატა, ეხლა თოვდა მარა გზა მაინც მოყინული იყო.
მანქანამ მოძრაობია შეიცვალა და ცოტათი გვერდით მოუხვია
- გადადით მანქანიდან
- გააფრინე? - სიცილით უთხრა ქალმა
- არა ვერც საჭეს ვიმორჩილებ ვერც სიჩქარეს, ხიდიდან გადავარდებით ესე... სოჰა არ დაიწყო ეხა უბრალოდ გააღე...
წინადედაბის დამთავრება ვერ მოასწრო და მანქანა ხიდიდან გადავარდა.
***
- როგორ ფიქრობ დედა გაიღვიძებს?- აუცილებლად
- როგორ უნდა ვუთხრათ რომ მარტო ის გადაარჩინეს
- წარმოდგენა არ მაქვს.
სამი დღეა რაც სოჰა სავადმყოფოში წევს, ტვინის შერყევა და შესაძლოა ამნეზიაც აქვს. ექიმები ვერაფერს ამბობენ რადგან გოგონას მდგომარეობა წესიერად არ იციან.
