ხანდახან უბრალოდ მგონია რომ მის სიტყვებზე პასუხის დაბრუნებას უბრალოდ ვერ მოვახერხებ. დავმუნჯდები და ისიც მოვა და მაკოცებს. ვიცი რომ ვუყვარვარ მაგრამ მაგას არ იზამს. პატივს მცემს. იცის რომ ვენდობი და არ მომცემს უფლებას მისი მეშინოდეს. მისი რატომ უნდა მეშინოდეს? ალბათ ზოგადად იმ ყველაფრის გამო რასაც მასზე ამბობენ. ქორწილი ხვალაა კაბა არჩეულია. მცხეთაში ვართ ყველაფერი მზად არის. ჯვარს დავიწერთ ხელსაც აქვე მოვაწერთ და სვანეთში წავალთ. ჩემი ოჯახი აქ არაა. თუ შეიძლება მათ ოჯახი დავარქვათ. მიუხედავად მამაჩემის ჩხუბის და ყვირილისა ნასრას მაინც ვერაფერი გაუბედა. ჟურნალისტები ჩვენი სვანეთში ჩასვლის შემდეგ დაიწყებენ ინფორმაციის გავრცელებას დიდი ბიზნესმენის უცნობ ქორწინებაზე. დამპირდნენ რომ ჩემს პირად სივრცეს არ შეეხებიან და მეც მაგის იმედი მაქვს.
მე და გოგოები სასტუმროს ოთახში ვართ, ვემზადებით. ყველაფერი მზადაა და ჩვენც ბოლო შტრიხზე გადავედით. მარიამ აიტეხა ფეხსაცმელზე სახელები უნდა დავწეროთ რომ ჩვენც კარგ ბედში გავთხოვდეთო. მარკერი მოიმარჯვეთ და წერა უნდა დაეწყოთ ოთახში ელენე რომ შემოვიდა.
--ბიჭები მოვიდნენ. იწყება. რა გჭირთ თქვენ ფეხსაცმელს რატო აფუჭებთ?
--ტრადიციაა ლამაზო გოგო სახელებს ვაწერთ რომ ჩვენც ამის ბედი გვქონდეს.
--ჩემი ძმისნაირი რად გინდათ ვერ გავიგე მაგრამ კარგი. სწრაფად ჩამოდით მე წავედი.
როგორ სწრაფადაც მოვიდა ისე სწრაფად წავიდა და ზუსტად იგივე სიჩქარით დაასრულეს გოგონებმა სახელების წერა.
ამპარტავანი ვიქნები. გეტყვით რომ კიბეზე ჩასვლისას, მაშინ როცა მასთან დამინახა, ზუსტად ვიცოდი რას ნიშნავდა როცა ვიღაც შენზე სიგიჟემდეა შეყვარებული. ნაპერწკალს თვალებში ვერ ან არ ფარავდა და მეც დაზუსტებით შემიძლია ვთქვა რომ დღეს ჩემზე გაგიჟებულ ადამიანს მივყვები ცოლად.
VOUS LISEZ
მხოლოდ შენ ამ ქვეყანაზე...
Roman d'amourფსიქიატრიული საავადმყოფოს მმართველს, იზი მამაცაშვილს ერთი უცნაური პაციენტი ჰყავს, ნასრა ახვლედიანი. იგი სრულიად ჯანმრთელია თუმცა მაინც, 6 თვის მანძილზე ყველა შეხვედრას ესწრება და არასდროს აგვიანებს. ნახევარი წლის შემდეგ, ნასრა სრულიად მოულოდნელად გა...