მისი ჩამოსვლა ჩემთვს აღმაფრენაც იყო და დაღმაფრენაც. გაუაზრებლად ველოდებოდი, გაუაზრებლად ვერ ვიძინებდი, გაუაზრებლად მეშინოდა, გააზრებულად მინდოდა რომ ჩამოსულიყო. დაბრუნებულიყო, ისე მინდოდა მენახა, მისი ჩახუტების სურვილი მკლავდა, მისი შორს ყოფნა მკლავდა. პირველად, ჩემს ცხოვრებაში, მივხვდი რას ნიშნავდა მიჯაჭვულობა. მისი უაზრო ბუზღუნიც რომ მომენატრა.
ჩამოვიდა. უბრალოდ, მარტივად ახლად ჩაძინებულს გვერდით მომიწვა და ხელი ჩვეულებისამებრ შემომხვია, ჩემს თმაში თავი ჩარგო და აი იმ წამს მივხვდი რომ ცხოვრება არც სიყვარული ყოფილა, არც ფული, არც შურისძიება, ცხოვრება ადამიანი ყოფილა, რომელსაც თუ იპოვი მერე ყველაფერი შენია.
მეორე დილით ჩვენი უცნაური გაღვიძების ჩვევები სადღაც გამქრალიყო და ისევ ისე ეძინა ნასრას, ჩემზე შემოხვეულს. სვანეთიდან ჩამოსვლის შემდეგ ასეთი ბედნიერი ჯერ არ ვყოფილვარ და შიში რომ ნელ-ნელა ერთი კონკრეტული ადამიანის გარეშე ჩემი ცხოვრება უფრო და უფრო საშინელი ხდება მეტად ძლიერდება. სად ვკარგავდი საკუთარ თავს? მიზეზი, მიზეზი მჭირდებოდა რომ თავი დამნაშავედ არ მეგრძნო როდესაც უცხო ადამიანეს გავყევი ცოლად რომელიც მამაჩემს მოეწონა. რისთვის გავყევი ნასრას ცოლად? ლამაზი სახელის, ფულის, სილამაზის თუ მისი ამოუცნობი პიროვნების გამო?
მიყვარდა.თავიდანვე მიყვარდა
და რა იყო მის სიყვარულში არასწორი?
რა არ იყო იზი, რა არ იყო.
საწოლიდან ავდექი, მოვწესრიგდი და დაბლა ჩავედი ყავას ვაკეთებდი ნასრა რომ ოთახში შემოვიდა--რატო ადექიი მეძინებოდა
--მერე დაგეძინა
--უკვე ისედაც დიდხანს მეძინა უშენოდ
--მეფლირტავები თუ მე მეჩვენება
-- გეჩვენება, ისე არ გინდა რომ ახვლედიანი გახდე? იზი ახვლედიანი ნახე რა ლამაზია
----შემეშვი რა
--საჩუქრები ჩამოგიტანე
--სად იყავი რო--ესპანეთში, მახსოვს რომ ესპანური იცი ამიტომ წიგნებიც გამოვაყოლე
VOCÊ ESTÁ LENDO
მხოლოდ შენ ამ ქვეყანაზე...
Romanceფსიქიატრიული საავადმყოფოს მმართველს, იზი მამაცაშვილს ერთი უცნაური პაციენტი ჰყავს, ნასრა ახვლედიანი. იგი სრულიად ჯანმრთელია თუმცა მაინც, 6 თვის მანძილზე ყველა შეხვედრას ესწრება და არასდროს აგვიანებს. ნახევარი წლის შემდეგ, ნასრა სრულიად მოულოდნელად გა...